შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
18.01.2016 | 14:59

ევროპას დროებითი სასაზღვრო კონტროლის დაწესება, შესაძლოა, 3 მილიარდი ევრო დაუჯდეს

კატეგორია: მსოფლიო
ევროპას დროებითი სასაზღვრო კონტროლის დაწესება, შესაძლოა, 3 მილიარდი ევრო დაუჯდეს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა. მისი თქმით, თუ დროებითი სასაზღვრო კონტროლი დიდხანს გაგრძელდა, ეს სერიოზულ დანახარჯს გამოიწვევს. სასაზღვრო კონტროლი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ მას შემდეგ დააწესა, რაც ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების ნაკადი ევროპაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო ორი ქვეყანა, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, დანია და შვედეთი არიან. მანამდე ნორვეგიამ განაცხადა, რომ ლტოლვილებს, რომლებიც შენგენის ქვეყნებიდან ჩავლენ, ვიზის გარეშე არ შეუშვებენ. ანალიტიკოსების მოსაზრებით, მსგავსმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, შენგენის ზონას საფრთხე შეუქმნას, ვინაიდან ამით ირღვევა შენგენის მთავარი პრინციპი - თავისუფლად გადაადგილება.
უკან დაბრუნება
275ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი