შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
03.12.2015 | 17:19

ევროპაში უმუშევრობა 2009 წლის ნიშნულამდე შემცირდა

კატეგორია: მსოფლიო
ევროპაში უმუშევრობა მცირდება. ევროსტატის მონაცემების მიხედვით ოქტომბერში ევროკავშირში დაუსაქმებელ შრომისუნარიანთა რაოდენობა 9.3% მდე შემცირდა. მონაცემი 2009 წლის ნიშნულს გაუტოლდა.

ევროზონის ქვეყნებში მაჩვენებელი ტრადიციულად უფრო მაღალია - 10.7%, მაგრამ სავალუტო ბლოკისთვის რიცხვები ბოლო 4 წლის მინიმუმზეა. 2013 წლის გაზაფხულთან შედარებით, მაჩვენებელი 2%-ით არის შემცირებული. ექსპერტები ამბობენ, რომ ევროზონაში ეკონომიკის შენელებული ზრდის ტემპი შედეგების გაუმჯობესების საშალებას არ იძლევა. უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე გერმანიაშია - 4.5%. მეორე და მესამე ადგილს ამ ჩამონათვალში ჩეხეთი (4.7%) და მალტა (5.1%) ინაწილებენ. გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის ფრანკ იურგენ ბაიზემ მონაცემების კომენტრებისას აღნიშნა, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნლოვნად გაიზარდა.

"კომპანიები კვლავ ქირაობენ პერსონალს. ასე რომ გერმანიის შრომის ბაზარი გაიზარდა და მზად არის პრობლემებთან გასამკლავებლად, რომელიც შესაძლოა მომავალში წარმოიქმნას." რეგიონის მეორე ნაწილში ტრადიციუალად რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს აჩვენებენ საბერძნეთი და ესპანეთი. ამ ქვეყნებში ზრდასრულ მოსახლეობას შორის უმუშევრობის დონე 20%-ია , ახალგაზრდებს შორის კი 40%-ს აჭარბებს. ტურისტული სეზონის დროს ორივე ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი სამუშაოს ხარჯზე.
უკან დაბრუნება
208ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი