ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
26.11.2015 | 11:15

ევროპის ბანკებმა ტრილიონი ევროს დავალიანება დააგროვეს

კატეგორია: მსოფლიო
ევროკავშირის საბანკო მარეგულირებელის - ევროპული ბანკების ორგანიზაციის (EBA) 105 უმსხვილეს ბანკში ჩატარებულმა კვლევამ და დეტალურმა შესწავლამ წარუმატებელი, არადამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა. რუსული მედიის ცნობით, ევროპას კრიზისთან ბრძოლაში ხელს, სწორედ ბანკების დავალიანებები უშლის. ევროკავშირის 21 წევრი ქვეყნის, ასზე მეტი ბანკის ანალიზის შედეგიდან ევროკავშირის საბანკო მარეგულირებელმა განაცხადა, რომ მათი დავალიანება 3 ტრილიონ ევროს აღწევს. ევროკავშირის ბანკების ბალანსზე არსებული ვადაგადაცილებული დავალიანებები ტრილიონ ევროს უტოლდება და  ბანკირების მიერ გაცემული ყველა კრედიტის თითქმის 6 პროცენტს შეადგენს. თუ სხვა საფინანსო დაწესებულებებისთვის გაცემულ კრედიტებს გამოვრიცხავთ, დაგროვილი დავალიანების წილი 10 პროცენტამდე იზრდება. ეს მაჩვენებელი აშშ-ში 3 პროცენტამდეც ვერ აღწევს.
 
დავალიანების კუთხით ყველაზე მძიმე სიტუაცია კვიპროსშია. დიდი ბრიტანეთის ბანკების დავალიანება ამერიკაში არსებულს უტოლდება და 2,8 პროცენტს შეადგენს. ევროპული ბანკების ორგანიზაციის განცხადებით, ევროპის ბანკებში მომგებიანობის ნაწილი უმჯობესდება, თუმცა ჯერჯერობით მაინც ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზე რჩება. არასაკმარისად, მაგრამ მცირედით დაკრედიტების მოცულობებიც იზრდება.
 
2015 წლის პირველ ნახევარში გაცემული სესხების რაოდენობა 3,9  პროცენტით გაიზარდა, ანუ 74 მილიონი ევრო შეადგინა. ამასთან ერთად, ნელ-ნელა აქტივების ხარისხიც უმჯობესდება.
 
2014 წლისგან განსხვავებით, წელს ევროპული ბანკების ორგანიზაციამ ე.წ. სტრეს-ტესტები ბანკებში არ ჩაატარა. გასულ წელს ეს ტესტები 24-მა ევროპის ბანკმა ვერ გაიარა.
 
უკან დაბრუნება
193ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი