შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
10.12.2015 | 14:21

Facebook-მა სოციალურ ქსელში, წლის ყველაზე განხილვადი თემები დაასახელა

კატეგორია: მსოფლიო
Facebook-მა წლის ყველაზე განხილვადი თემები დაასახელა. როგორც აღმოჩნდა, მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პოპულარული თემა სოციალურ ქსელში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებია. მეორე ადგილზე კი პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტი გავიდა. მესამე ყველაზე გალხილვადი თემა კი სირიის სამოქალაქო ომი და ლტოლვილების საკითხი იყო. პოპულარულ თემებს შორის მოხვდა, ნეპალის მიწისძვრა, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, საპროტესტო აქციები ბალტიმორში, საბერძნეთის სავალო კრიზისი და სხვები.

ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსების სიას Facebook-ზე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ლიდერობს და მას მოსდევს საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მებრძოლი ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი. ყველაზე პოპულარული არტისტები აღმოჩნდნენ ედ შირანი და ტეილორ სვიფტი. ყველაზე ხშირად სოციალური ქსელის მომხმარებლები სპორტსმენებს შორის ბოქსიორ ფლოიდ მეივეზერზე და მის კოლეგა მენი პაკიაოზე საუბრობდნენ. პოპულარული ფილმი გახდა „ვარსკვლავური ომები: ძალის გაღვიძება“ და სერიალი „სამეფო კარის თამაშები“. 
უკან დაბრუნება
464ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი