შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
22.01.2016 | 12:27

Facebook-მა სპორტული ღონისძებების განხილვისთვის მეგობრებთან სასაუბრო პლატფორმა შექმნა

კატეგორია: მსოფლიო
სოციალურმა ქსელმა Facebook-მა სპორტული ღონისძებების განხილვისთვის მეგობრებთან რეალურ დროში საუბრის პლატფორმა შექმნა, რომელიც Facebook Sports Stadium-ის სახელით იქნება, აცხადებენ სოციალური ქსელის კორპორაციაში. "ჩვენ შევქმენით ადგილი, რომელიც მიეძღვნება სპორტს, ასე რომ თქვენ შეძლებთ შეიგრძნოთ რომ სპორტულ თამაშს უყურებთ მეგობრებთან ერთად, იმ შემთხვევაშიც კი თუ არ ხართ ერთად", - განმარტა პროდუქციის მენეჯერმა სტივ კაფკამ, ვისი ნათქვამიც, Tავად Facebook-მა გაავრცელა. Facebook Sports Stadium შესაძებლობას მისცემს მომხმარებელს თვალი ადევნონ მეგობრების, ექსპორტის, ჟურნალისტების კომენტარებს თამაშის მსვლელობისას. სერვისი შესაძებლობას მისცემს მომხმარებელს აკონტროლოს ანგარიში, სტატისტიკა და მიიღოს ინფორმაცია სად და როდის შეიძლება შეჯიბრის ყურება ტელევიზორში. "Facebook-ი არის უმსხვილესი სტადიონი მთელს მსოფლიოში, რომელიც 650 მილიონ სპორტულ გულშემატკივარს იტევს", - აღნიშნულია კომპანიის რელიზში. ფუნქცია ჯერ მხოლოს შეერთებულ შტატებში iOS-ის პლატფორმისთვსი არსებობს და ამერიკულ ფეხბურთს მოიცავს. Facebook-ი გეგმავს ახალი სერვისის ფუნქციები გააფართოვოს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყოს მასზე წვდომა შესაძლებელი.
უკან დაბრუნება
249ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი