შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
29.12.2015 | 14:42

ფინანსთა სამინისტრო: ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 100%-ით, ხარჯვითი კი 98%-ით შესრულებულია

კატეგორია: ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 28 დეკემბრის მდგომარეობით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი (შემოსულობები) შესრულებულია 100%-ით და შეადგენს 9 745,1 მლნ ლარის (გადაჭარბება 0,1 მლნ ლარი). 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გადაჭარბებულია 27,8 მლნ ლარით და შეადგენს 8 076,7 მლნ ლარს.
 
„დარჩენილი სამუშაო დღეების გათვალისწინებით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მნიშვნელოვანი გადაჭარბებით შესრულდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 28 დეკემბრის მდგომარეობით, შესრულებულია 98,8%-ით და შეადგენს 9 504,0 მლნ ლარს. დარჩენილი დღეების გათვალისწინებით 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის (გადასახდელები) შესრულების მაჩვენებელი გადააჭარბებს 99%-ს", - განმარტავენ სამინისტროში.
უკან დაბრუნება
221ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი