ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
21.12.2015 | 16:53

გადამზიდავები ეკონომიკის სამინისტროს 100 000 დოლარიანი კვლევის შედეგების გასაჯაროებას სთხოვენ

კატეგორია: ბიზნესი
გადამზიდავები ეკონომიკის სამინისტროს 100 000 დოლარიანი კვლევის შედეგების გასაჯაროებას სთხოვენ. კომპანია TNT-ის ხელმძღვანელი, ნინო მენთეშაშვილი ამბობს, რომ სამინისტრო სფეროს რეფორმას გაუმჭირვალედ ახორციელებს. მენთეშაშვილი განმარტავს, რომ ბაზარზე კვლავ არასტაბილური მდგომარებაა.
 
- უკვე ორი წელი შესრულდა, რაც საკმაოდ არასტაბილური მდგომარეობა გვაქვს. ჩვენ ისევ ცუდის მოლოდინში ვართ. ეს იმ ფონზე, როდესაც დღეს პრემიერი მთავრობის სამწლიანი მუშაობის შეჯამებას აკეთებს და ხაზს უსვამს, რომ რეფორმები გამჭირვალედ უნდა მიმდინარეობდეს, - ეკონომიკის სამინისტრო ჩვენი სფეროს რეფორმირებას აბსოლუტურად გაუმჭირვალედ ახორციელებს.

- რაში გამოიხატება ეს?

- გაუმჭირვალობა იმაში გამოიხატება, რომ ჩვენ ყველა ინფორმაციის მოპოვება ჩვენი ძალებით და მეთოდებით გვიწევს. ხან გაფიცვას მივმართეთ, მაგრამ სამინისტრო მიუხედავად ამისა, მაინც არ ცდილობს მონაწილეობა მიიღოს ამ საკითხში. საუბარია ნებისმიერ ინფორმაციაზე. მაგალითად, დღეს დღის წესრიგში დგას, რომ სამინისტრომ წელს გაზაფხულზე “ქეი ფი ემ ჯი“-ს საბაზრო კვლევა დაუკვეთა, რომელშიც 102 000 დოლარი გადაიხადა. ეს თანხა გადასახადების გადამხდელთა ფულია. შესაბამისად, სამინისტრო ვალდებულია, უზრუნველყოს ამ კვლევის შედეგების გამჭირვალობა, მითუმეტეს იმ სფეროში დასაქმებული კომპანიებისათვის, რომლებსაც იკვლევდა.

- თქვენ მიიღეთ მონაწილეობა?

- ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა და მეორე მხრივ, სამინისტრო ასევე ვალდებულია, ჩვენ ამ კვლევის მონაწილეები ვიყავთთ და რა გამოიკვლიეს და რა დაწერეს 102 000 დოლარად ჩვენც ვიცოდეთ.

- ოფიციალურად ინფორმაცია გამოითხოვეთ?

- ჩვენ ოფიციალურად ეს კვლევა გამოვითხოვეთ. ვთხოვეთ სამინისტროსაც, ბიზნესომბუდსმენსაც, როემლიც მედიატორია ბიზნესა და სახელმწიფო პოლიტიკის წარმმართველ ორგანოს შორის და დღეს ჩვენ ეს დასკვნა ისევ არ გვაქვს. როგორც ვიცი, სამინისტრო საერთოდ არ აპირებს ამ დასკვნის გასაჯაროებას.

- მთლიან კვლევაზეა საუბარი, თუ თქვენს ნაწილზე, რადგან კვლევაში ბაზრის სხვა მოთამაშეებიც არიან და შეიძლება მათ არც სურდეთ ინფორმაციის გასაჯაროება...

- ეს კვლევა ეხებოდა ციფრებს. არ ეხებოდა შემოსავალს, იმ კომფედენციალურ მასალას, რომელიც თითოეულ კომპანიას თავისი გააჩნია. ეს საერთო ბაზრის კვლევა იყო, რომელშიც რამდენიმე გადამზიდავმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომელშიც გადასახადების გადამხდელთა ფული დაიხარჯა. შესაბამისად, ეს კვლევა საჯაროა და ეკონომიკის სამინისტრო ვალდებულია მისი საჯაროობა უზრუნველყოს. ვისარგებლებ შემთხვევით და მივმართავ დიმიტრი ქუმსიშვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყონ ამ კვლევის გასაჯაროება და ის თუნდაც ელექტრონული გზით მოგვაწოდონ.
უკან დაბრუნება
364ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი