შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
27.12.2015 | 15:33

გაეროს ბიუჯეტი 100 მილიონით შემცირდა

კატეგორია: მსოფლიო
2016-2017 წლის გაეროს ბიუჯეტი 100 მილიონით შემცირდა და 5,4 მილიარდი შეადგინა. 2014-2015 წლებში გაეროს ბიუჯეტი 5,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ბიუჯეტის შემცირების მთავარი ინიციატორი, ორგანიზაციის მთავარი დამფინანსებელი ამერიკის შეერთებული შტატები იყო, რომლის წარმომადგენლობაც გამოთქვამს სურვილს, რომ გაეროს ეფექტურობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

„მოწონებული ბიუჯეტი მსოფლიო ფინანსური მდგომარეობის სირთულეს ასახავს", - განაცხადა გაეროს გენ მდივანმა პან გი მუნმა. მისივე სიტყვების თანახმად, დაფინანსება მცირდება, პარალელურად კი მოთხოვნა ორგანიზაციის მიმართ მატულობს. გაეროს რეგულარული ბიუჯეტი მსოფლიო მშვიდობის მყოფელების ოპერაციას ემატება, რომლებიც მიმდინარე საფინანსო წელს 8,27 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. მხარეები ერთანეთისგან დამოუკიდებლად თანხმდებიან, რომ საჭიროა გაეროს ცალკეული სააგენტოების დაფინანსებაზე დამატებით ზრუნვა.
უკან დაბრუნება
221ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი