სამშ, 21 თებერვალი
სამშ, 21 თებერვალი
ახალი ამბები:
ENG
06.01.2017 | 12:51

გალარების პროგრამა სავარაუდოდ 17 იანვარს დაიწყება

კატეგორია: საფინანსო სექტორი
სესხების გალარების პროგრამა დაიწყება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების ძალში შესვლის შემდგომ. კრიტერიუმები და პროგრამის დაწყების ზუსტი თარიღი განსაზღვრული იქნება უახლოეს მომავალში მთავრობის განკარგულების შესაბამისად. გალარების პროგრამა სავარაუდოდ დაიწყება 17 იანვარს.

არსებული გათვლებით, ყველაზე მეტად ეს შეეხო 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებს. მათ ვინც უკვე კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ აიღო სესხი, აღნიშნული ინიციატივა არ ეხებათ, თუმცა მათ აქვთ საშუალება ბანკებს მოელაპარაკონ და გაალარონ სესხები.

კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია.

სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2.7 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2.5 კურსით. კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სესხის სუბსიდირება მოხდება 40 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში. ანუ თუ სესხის ნარჩენი ღირებულება არის 60 ათასი, მოხდება 40 ათასის სუბსიდირება. დარჩენილი 20 ათასი, მსესხებლის გადაწყვეტილების მიხედვით ან კვლავ სავალუტო სესხად დარჩება ან, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, მოხდება მისი გალარებაც სუბსიდირების გარეშე.

გალარების პროგრამა შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების (მათ შორის ინდმეწარმეების) უძრავი ქონებით სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ აშშ დოლარის სესხებს. სუბსიდია შეეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც გააჩნდათ სასესხო დავალიანება აშშ დოლარით, როგორც 01.01.2015-ის, ასევე 28.11.2016-ის მდგომარეობით და აქვთ მიმდინარე დავალიანება აშშ დოლარით გალარების დღეს.
უკან დაბრუნება
578ნახვა
გალარების პროგრამა სავარაუდოდ 17 იანვარს დაიწყება
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი