შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
13.11.2015 | 12:12

გენდერული თანასწორობის რეიტინგში საქართველო 85-ე ადგილზეა

ავტორი: საქმიანი დილა
კატეგორია: ეკონომიკა
გლობალური გენდერულ ანგარიშში, საქართველოს 142 ქვეყანას შორის 85-ე ადგილი უკავია. რეიტინგს მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი (world economic forum) 4 კრიტერიუმით ადგენს: ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკა და პოლიტიკა. გლობალური გენდერული ინდექსი ცდილობს გაზომოს გენდერული უთანასწორობის მასშტაბები სხვადასხვა ქვეყნებში და მისი პროგრესი დროთა განმავლობაში.
 
ინდექსის მიხედვით, საქართველოში საერთო მოცულობის საქმის კეთებისას, რომელშიც ქალბატონები 1 დოლარის ანაზღაურებას იღებენ, კაცებისთვის ეს ანაზღაურება 2,22 დოლარია.

საქართველოში მამაკაცის საშუალო ანაზღაურება ქალისას ორჯერ აღემატება. გენდერული ინდექსის მიხედვით, საქართველოში მამაკაცის საშულაო ანაზღაურება თუ 9,5 დოლარია, ქალბატონებისთვის ეს ციფრი 4,3 დოლარია.

მენეჯერულ პოზიციას საქართველოში ქალბატონების 34 პროცენტი იკავებს, მამაკაცების კი 66.

როგორც გლობალური ეკონმიკური ფორუმის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ქალბატონებმა ხმის მიცემის უფლება 95 წლის წინ, 1921 წელს მიიღეს. რაც შეეხება დეკრეტული შვებულების დღეებს ის საქართველოში 126 დღეს შეადგენს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ქალების 60 პროცენტი სამუშაო ძალის ნაწილს შეადგენენ, კაცების კი 78 პროცენტი.

რაც შეეხება განათლებას - საქართველოში ქალბატონების წიგნიერების მაჩვენებელი 99,7 პროცენტს შეადგენს, მამაკაცების კი 99,8 პროცენტს. უმაღლესი განათლების კუთხითაც ანგარიშის მიხედვით ქალების მაჩვენებელი მააკაცებისაზე მაღალია: ქალების 31 პროცენტი უმაღლეს გნათლებას იღებს, კაცების კი 25 პროცენტი.

ჯანმრთელების კუთხით, საქართველოში ქალების მაჩვენებელი მამაკაცებისაზე უკეთესია, ჯანმრთელი ქალის ასაკად ინდექსმა 68 წელი მიიჩნია, მამაკაცაბისთვის კი 62.

განსხვავებული მონაცემებია პოლიტიკაში ჩართულობის კუთხით. ქალების რიცხვი პარლამენტში ინდექსმა 12 პროცენტით შეაფასა, მამაკაცების კი 88-ით. მინისტრების პოზიციაზე ქალებისა და მამაკაცების რიცხვი პროცენტულად 21-79-ზე გადანაწილდა. რაც შეეხება ქვეყანაში ქალი მმართველის არსებობას, ბოლო 50 წლის განმავლობაში საქართველოს მართველი ქალი არასდროს არ ყოფილა.

რაც შეეხებათ მეზობელ ქვეყნებს, რუსეთის ფედერაცია რეტინგში 75-ე ადგილზეა, საერთო მოცულობის საქმის კეთებისას რუსეთში ქალის ანაზღაურება თუ 1დოლარია მამაკაცისთვის ის 1,75 დოლარს შეადგენს. რუსეთში თუ კაცის ანაზღაურება $30,933-ია ქალისთვის ეს ციფრი 17 დოლარს შეადგენს. დეკრეტული შვებულების დღეები რუსეთში 140-ია.

თურქეთი რეიტინგში 125-ე ადგილს იკავებს, საერთო სამუშაოს შესრულებისას თუ ქალის ანაზღაურება თურქეთში 1 დოლარია, მამაკაცი იმავე საქმეში 2,56 დოლარს იღებს. დეკრეტული დღეები კი 112-ია. ანაზღეაურებას შორის სხვაობით, თურქეთში მამაკაცის საშუალო ანაზღაურება თუ 26 დოლარია, ქალისთვის ეს ციფრი 10 დოლარს შეადგენს.

სომხეთი რეიტინგში 103-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 94-ზე, უკრაინა კი 56-ე ადგილს იკავებს.

რეიტინგში პირველ ადგილზე ისლანდიაა. ანგელა მერკელის სამშობლო გენდერული თანასწორობის ინდექსში 12-ე პოზიციას იკავებს, გერმანია უსწრებს გაერთიანებულ სამეფოს და ამერიკას რომლების 26-ე და 20-ე ადგილებზე არიან.
უკან დაბრუნება
297ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი