ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
16.01.2016 | 15:47

გერმან გრეფი: თურქეთისთვის დაწესებული სანქციები ძალიან კორექტული უნდა იყოს

კატეგორია: მსოფლიო
თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა იყოს "ძალიან კორექტული", - განაცხადა სბერბანკის ხელმძღვანელმა გერმან გრეფმა RANHiGS-ის მიერ ორგანიზებულ Gaidar ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. „ისინი უნდა იყოს ძალიან, ძალიან კორექტულები", - თქვა მან. გრეფმა დააზუსტა, რომ გარდაუვალია ფიქრი თურქ ინვესტორებზე , რომლებიც რუსულ ბაზარზე ახდენდნენ ინვესტირებას.

ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უსაფრთოების ნორმების დარღვევისთვის თურქეთს სანქციები დაუწესა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსული თვითმფრინავი სუ-24 თურქეთის საჰაერო საზღვრის დარღვევის გამო ჩამოაგდეს. სანქციების დოკუმენტი შეიცავს შეზღუდვას ან აკრძალვას საერთაშორისო ოპერაციებზე, იმ საქონლის რუსეთის ტერიტორიაზე შეტანაზე რომელიც ხელისუფლების მიერ შედგენილ სიაში ხვდება. გამონაკლისს წარმოადგენს იმ ნივთების შეტანა საზღვარზე რომელიც პირადი მოხმარებისთვის არის და მათი რაოდენობა კანონით არის დადგენილი. ასევე აკრძალულია რუსეთში თუქეთის მოქალაქეების დასაქმება. მათ ვინც კერძო კომპანიაში 31 დეკემბრამდე შტატიანი თანამრომლები იყვნენ სამსახურის დატოვება არ მოუწევთ.
უკან დაბრუნება
315ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი