შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
23.12.2015 | 19:12

გია ხუხაშვილი: კვირიკაშვილი ბიზნესისთვის უფრო კომფორტული პრემიერი იქნება, ვიდრე ღარიბაშვილი

კატეგორია: ბიზნესი
"თუ დადასტურდა რომ კვირიკაშვილია შემცვლელი, ის ბიზნესისთვის ბევრად უფრო კომფორტულია და ბევრად უფრო კარგი გარანტიაა ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი", - აღნიშნულის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. ხუხაშვილი თვლის, რომ იმ რისკების მინიმიზაციას, რომელიც მომდევნო საარჩევნო წელს ახლავს თან გიორგი კვირიკაშვილი უკეთ გაუმკლავდება.
 
"არ მგონია, რომ პრემიერის გადადგომა რაიმე რისკის შემცვლელი იყოს, რადგან ეს არ უკავშირდება ხელისფლების ცვლილებას. თუ დადასტურდა რომ კვირიკაშვილია შემცვლელი, კვირიკაშვილი ბიზნესისთვის ბევრად უფრო კომფორტულია და ბევრად უფრო კარგი გარანტიაა ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი.

არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდება. ახალი წლის განმავლობაში ბიზნეს აქტივობა ისედაც სუსტია ქვეყანაში და 15 იანვრამდე ყველაფერი იქნება დალაგებული.

საარჩევნო წელი რა თქმა უნდა ისედაც რისკების შემცვლელია, გიორგი კვირიკაშვილი კი ამ რისკების მინიმიზაციის თვალსაზრისით, ვფირობ კიდევ უფრო კომფორტული იქნება.

ქვეყნის ეკონომიკური მენეჯმენტის კუთხით, გიორგი კვირიკაშვილი უკეთესი იქნება, რადგან მისი კვალიფიკაცია უფრო დიდია და მას არ მოსდევს კითხვები, თუნდაც სანათესავოსთან მიმართებაში. ღარიბაშვილისთვის ეს რომ პრობლემა იყო ამას თვითონაც აღიარებდა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
უკან დაბრუნება
453ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი