ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
24.12.2015 | 17:12

გიგა ბედინეიშვილი: კვირიკაშვილი იმ ფაქტს ვერ შეცვლის, რომ უმრავლესობა სულელურ კანონებს იღებს

კატეგორია: ეკონომიკა
გიგა ბედინეიშვილი პრემიერის პოსტიდან წასვლით ქვეყანაში განსაკუთრებულ ცლილებებს არ ელოდება. როგორც ბედინეიშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, მთავარი პრობლემა ქვეყანაში დღეს ის არის, რომ მთავრობა დამოუკიდებელი არ არის.
 
"არ მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესგარემოსთვის გადამწყვეტი ფაქტორი ყოფილიყო. ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ბიზნესგარემოა და მეშინია, რომ ასეთივე დარჩება. იმიტომ, რომ ბიზნესგარემოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ეს მთავრობა დამოუკიდებელი არ არის. ივანიშვილი მთავარი პრობლემა ბიზნესგარემოსთვის არ ყოფილა. თუ პიროვნულად ავიღებთ, მიმაჩნია, რომ გიორგი კვირიკაშვილი პროფესიონალია და "ქართული ოცნების" გუნდში ერთადერთი მეტ-ნაკლებად ნათელი წერტილია, მაგრამ მე მეშინია, რომ არც კვირიკაშვილს არ ექნება ის მანდატი, რომელიც ქვეყანას მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოიყვანს. კვირიკაშვილი იმ ფაქტს ვერ შეცვლის, რომ პარლამენტში უმრავლესობა სულელურ კანონებს იღებს და ვერ უშველის იმ ფაქტს, რომ ქვეყანას სიმანდვილეში ივანიშვილი მართავს. ასე, რომ არ მგონია, რომ რადიკალური ცვლილება მოხდეს იმით, თუ ვინ იქნება პერსონალი პრემიერ-მინისტრის როლში", - აღნიშნავს გიგა ბედინეიშვილი.
უკან დაბრუნება
234ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი