შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
22.12.2015 | 13:42

გიგა ბედინეიშვილი მთის კანონზე: კარგი იქნებოდა პრემიერი, რომ დაგვემაგრებინა დედოფლისწყაროში?

კატეგორია: ეკონომიკა
კანონს, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს, არასწორ პოლიტიკას უწოდებს გიგა ბედინეიშვილი. ბედინეიშვილი, აღნიშნავს, რომ გადასახადების გადამხდელთა ფულით მოსახლეობის ნაწილის მთაში დამაგრება არასწორი პოლიტიკაა.
 
„მთას თუ განვითარება უწერია, ის ისედაც განვითარდება. საქართველოში მთას ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. ხალხის ძალით დამაგრება მთაზე არ არის სწორი პოლიტიკა. თოკებით მართლა არავის არ დაამაგრებენ მაგრამ ჯობია, რომ გადასახადის გადამხდელთა ფული არ იყოს მიმართული ფუჭი პროგრამებისკენ.

კარგი იქნებოდა პრემიერი, რომ დედოფლისწყაროში დაგვემაგრებინა, საიდანაც ის არის წარმოშობით? - რა თქმა უნდა არ იქნებოდა სწორი.

ადამიანებს მობილობის საშუალება უნდა მივცეთ. მობილობა ეკონომიკაში დოვლათს ქმნის. ადამიანებს უნდა შეეძლოთ მოძრაობა იმის მიხედვით, თუ სად კეთდება ფული“, - განაცხადა ბედინეიშვილმა გადაცემაში „ბიზნესკონტაქტი“.

შეგახსენებთ, რომ მაღალმთიან რეგიონებში შეღავათების ნაწილი 1 იანვრიდან შედის ძალაში.
უკან დაბრუნება
379ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი