კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
15.01.2016 | 14:51

გიორგი აბაშიშვილმა და სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებაზე იმსჯელეს

კატეგორია: საფინანსო სექტორი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში აზიმ სადიკოვს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატის შერჩევის პროცესის შესახებ იმსჯელეს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია წარმართავს.

გიორგი აბაშიშვილმა აზიმ სადიკოვს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატის შერჩევის პროცესის მიმდინარეობაზე - არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან გამართულ და დაგეგმილ კონსულტაციებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობის შევსება კანონმდებლობით დადგენილვადებში, თებერვალში, მოხდეს.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარეები კომუნიკაციას და ინფორმაციის გაცვლის პროცესს გააგრძელებენ.
უკან დაბრუნება
203ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი