შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
14.12.2015 | 13:33

გიორგი კაკაურიძე: 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მეტი იქნება

კატეგორია: ეკონომიკა
მთავრობა ვარაუდობს, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში 3 პროცენტზე მეტი იქნება. როგორც გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, წელს გაზრდილი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე ქვეყანამ გაზრდილი დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადი მიიღო.
 
"ჩვენ გაზრდილი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე მივიღეთ, როგორც დამატებით დღგ-ს გადასახადი, ასევე მეტი მოცულობის საშემოსავლო გადასახადი, - სწორედ აქედან მოხდა თანხების მობილიზება. ვფიქრობთ, რომ 2016 წლის ბოლოს 3 პროცენტზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება, თუმცა ბიუჯეტი მაქსიმალურად კონსერვატიულად უნდა დაიგეგმოს. ბიუჯეტის გაანგარიშებისთვის ვიყენეთ 3 პროცენტიან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.

2015 წლის ბიუჯეტი 2 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე გვქონდა დაგეგმილი, თუმცა 10 თვის მონაცემებით ეს გაცილებით მეტია", - განაცხადა კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,0 პროცენტი შეადგინა. საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2015 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა, შეგახსენებთ რომ გასული წლის 10 თვეში ეკონომიკური ზრდა 5,6 პროცენტი იყო. დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა კი 2015 წლისთვის 2 პროცენტს შეადგენს.
უკან დაბრუნება
228ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი