შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
15.01.2016 | 15:56

გიორგი კაკაურიძე: აუცილებელია პარლამენტში ეროვნული ბანკის ანგარიში იხილებოდეს

კატეგორია: ეკონომიკა
"აუცილებელია პარლამენტში ეროვნული ბანკის ანგარიში იხილებოდეს", - აღნიშნულის შესახებ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
 
"რეგლამენტსა და კონკრეტულ სახელსა და გვარებზე ნაკლებად ვისაუბრებ, თუმცა გეთანხმებით რომ აუცილებელია პარლამენტში ეროვნული ბანკის ანგარიში იხილებოდეს. ეს კანონით არის დადგენილი. თარიღს და ვინ წარადგენს მას, - ამას ნაკლებად ვანიჭებ უპირატესობას", - განაცხადა კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ეროვნული ბანკის 2014 და 2015 წლების ანგარიშის მოსმენა შესაძლოა პარლამენტში ერთობლივად მოხდეს, სებ-ის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძემ კი იმედს გამოთქვავს, რომ ის პარლამენტში ანგარიშით, თებერვლის პირველივე კვირაში წარსდგება.
უკან დაბრუნება
218ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი