შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
27.12.2015 | 13:42

გიორგი კვირიკაშვილი: ალბათ დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება ვიცე-პრემიერი

კატეგორია: კანონმდებლობა
ვიცე-პრემიერის პოსტს სავარაუდოდ დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით მთავრობის შემადგენლობა პარლამენტში ხვალ წარსდგება.
 
"პრიორიტეტი იყო რომ უმოკლეს დროში ახალი მთავრობისთვის მიგვეცა ახალი მანდატი. ამ მოკლე პერიოდში შეუძლებელია ვიცე-პრემიერის პოსტიდან ყველა სტრუქტურის სპეციფიკაში გარკვევა, ამიტომ მე იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც ვმუშაობდი 3 წლის განმავლობაში გავდივართ ხვალ პარლამენტში. მივიღებთ დიდი იმედია მანდატს. არ არის გამორიცხული ამ გუნდთან ერთად გავაგრძელო მუშაობა, არც ის არის გამორიცხული, რომ რაიმე ცვლილებები განვახორციელო.

ვიცე-პრემიერის პოსტზე, როდესაც პარლამენტი დაამტკიცებს ახალ მთავრობას, ალბათ დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება ვიცე-პრემიერი. რა თქმა უნდა კახა კალაძე დარჩება ვიცე-პრემიერად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
უკან დაბრუნება
290ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი