შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
29.12.2015 | 19:10

გიორგი კვირიკაშვილი: ინტერნეტ კაზინოები საკმაოდ დამაზიანებელი ბიზნესია

კატეგორია: ბიზნესი
პრემიერობის კანდიდატი, გიორგი კვირიკაშვილი ონლაინ კაზინოებისთვის რეგულაციების დაწესებაზე საუბრობს, მისი თქმით აღნიშნული ბიზნესი საკმაოდ დამაზიანებელია და საჭიროა მკაცრი რეგულაციების გატარება.
 
"მე საფუძვლიანად შევისწავლი ამ საკითხს. ჩვენი წინასწარი მონაცემებით და ყველანი ვფლობთ ამ ინფორმაციას, - საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი. თუ არ იქნა მკაცრი რეგულაციები, - მე უბრალოდ უნდა გავერკვე ამ ბიზნესში, როგორ შეიძლება მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ მივედით იქამდე, რომ მკაცრი რეგულაციები შეუძლებელია, შესაძლოა სხვა ტიპის რეგულაციებიც მივიღოთ. ვეცდებით, რომ ის ზიანი რომელიც საზოგადოებისთვის მოაქვს ამ ბიზნესს თავიდან იქნას აცილებული“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება, ფიზიკურ კაზინოებს, კვირიკაშვილის თქმით, ამ ბიზნესს არაფერი ემუქრება. პრემიერობის კანდიდატი განმარტავს, რომ ფიზიკურ კაზინოებს მოსახლეობისთვის საკმაოდ დიდი შემოსავალი მოაქვს.

"რაც შეეხება ფიზიკურ კაზინოებს საქართველოში, რომელიც არის სხვადასხვა სასტუმრო ობიექტებში განთავსებული, - ჩვენ აქ ბუნებრივია უნდა გავითვალისწინოთ ამ ბიზნესის მნიშვნელობა. ის ბიზნესგეგმები, რომელზეც იგება ფინანსურ ინსტუტუტებში სასტუმრო სექტორში ინვესტიციები ნაწილობრივ გათვლილია ამ ბიზნესზე და ჩვენი ტურიზმი, ჩვენი მოქალაქეები მნიშვნელოვან შემოსავალს იღებენ ტურიზმიდან, იმ ტურისტებისგან რომლებიც სათამაშო ბიზნესისთვის შემოდიან საქართველოში. ამ ბიზნესს უნდა ვუთხრა, რომ მათ ნამდვილად არ უნდა დაემუქროთ არაფერი და კარგად უნდა გავასხვავოთ, - ონლაინ თამაშები და ფიზიკური კაზინოები. ფიზიკური კაზინოების მნიშვნელობა ძალიან დიდია დღეს საქართველოს ტურიზმის და სასტუმრო ინდუსტრიისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
უკან დაბრუნება
297ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი