კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
18.01.2016 | 12:40

გიორგი კვირიკაშვილი: მნიშვნელოვანია ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია

კატეგორია: ბიზნესი
გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის რანგში ბიზნესთან პირველ შეხვედრას მართავს. შეხვედრის დაწყებისას პრემიერმა შეკრებილ ბიზნესმენებს მიმართა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო, რომლის გატარებასაც მთავრობა გეგმავს. აღნიშნულ პრიორიტეტებში მოხვდა საგადასახადო რეფორმა, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, ფინანსური პოლიციის მოქმედების რეგლამენტაცია და საგადასახადო შემოწმებების ვადების დროში შემოფარგვლა.
 
"ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო პროცესს გავდივართ. ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს ერთი მინისტრის მოსმენა, - მინისტრი საკუთარ პორტფელს იხილავს მთავრობის ყველა წევრთან ერთად. ამ განხილვის პროცესში ჩენ ვაკეთებთ პრიორიტეტიზაციას 3 კრიტერიუმით. ეს კრიტერიუმებია: საზოგადოებისთვის აქტუალობა, საკითხის თანხვედრა ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან და რესურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ საკითხის გადასაწყვეტად.

ამ პროცესში თქვენი ჩართულობა უნდა იყოს მაქსიმალური, ჩვენ ბიზნესისთვის ძალიან საინტერესო შემოთავაზებები გვაქვს. გამოკვეთილია ოთხი უმთავრესი მიმართულება - პირველი ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის რეფორმები. ეს რეფორმები შეგვიძლია რამოდენიმე ძირითადი პუნქტით შემოვფარგლოთ - ესენია: საგადასახადო რეფორმა, რომელსაც თან ახლავს, როგორც საკანონმდებლო, ასევე ადმინისტრაციული ნაწილი. მხედველობაში მაქვს მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრა და მოგების გადასახადისგან განთავისუფლება - ეს არის საგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელი. ასევე, მაქსიმალურად რეგლამენტირება საგადასახადო ადმინისტრაციული ორგანოების და მათი მუშაობის, იმისთვის რომ დროში შემოფარგლული იყოს თითოეული შემოწმება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავი წინასწარი პატიმრობებისგან, როდესაც ეკონომიკურ დანაშაულს ეხება საქმე. ასევე ფინანსური პოლიციის მოქმედების მაქსიმალური რეგლამენტაცია. ამასთან დაკავშირებით გვსურს რომ თქვენი პოზიციები მოვისმინოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
უკან დაბრუნება
830ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი