ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
29.12.2015 | 16:21

გიორგი კვირიკაშვილი: სირცხვილია, ენა როგორ გიბრუნდებათ "ქართუ ბანკზე"?

კატეგორია: საფინანსო სექტორი
"ენა როგორ გიბრუნდებათ პირში მაინტერესებს, როდესაც ამაზე ("ქართუ ბანკი") საუბრობთ?", - აღნიშნულის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი კანდელაკს მიმართა.
 
"მე არ მინდოდა და შეგნებულად ავარიდე თავი "ქართუ ბანკზე" საუბარს. მე ამ ბანკის მენეჯერი ვიყავი 6 წლის განმავლობაში, მაგრამ ენა როგორ გიბრუნდებათ პირში მაინტერესებს, როდესაც ამაზე საუბრობთ? ვინ დახურა ეს ბანკი? ვინ ჩამოართვა აქტივები? ვინ იბარებდა ამ ბანკის კლიენტებს პროკურატურის მეშვეობით და ეუბნებოდა, რომ უნდა გადააფორმოთ აქტივები, - თქვენ არ ხართ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი?

ესეთი რაღაც ხდება ზოგადად ბუღალტერიაში, რომ მოგებაში აისახება ჩამოწერილი აქტივი, ჩამოწერილ აქტივზეც არის სტანდარტები. სუფთა ბუღალტრულად, როდესაც მივა პროკურატურა, პლიუს ეროვნული ბანკი ეტყვის კლიენტს, რომ შენ უნდა გადააფორმო მთავრობაზე შენი აქტივი, როდესაც მიიღებს სპეციალურ კანონს, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ყადაღა ხდება პირველადი და დაადებ მერე აქტივებზე ასმაგი ღირებულებით ვალდებულებას, დაადებ ყადაღას და ჩამოაწერ ამ აქტივს და წაიღებ სახელმწიფოს სასარგებლოდ - მერე ხდება ესე რომ, ბანკის გადის ზარალზე. მერე ბანკი იწყებს მუშაობას ამ აქტივის რეაბილიტაციაზე, ეს არის მრავალწლიანი პროცესი, შემდეგ ბუღალტრული გატარებებით, ეს ჩვეულებრივ აქტივად ჩნდება და აისახება შემოსავალში. გასაგებად ვთქვი? სირცხვილია მართლა. ენა როგორ გიბრუნდებათ. ბიძინა ივანიშვილი, რომ იყო მფლობელი იმიტომ წაართვით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
უკან დაბრუნება
1098ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი