შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
28.12.2015 | 16:52

გიორგი კვირიკაშვილი სტარტაპების დაფინანსების ახალი პროგრამის წარმოდგენის ინიციატივით გამოდის

კატეგორია: ბიზნესი
"დამწყები ბიზნესები და სტარტაპები საკუთარი იდეის დაფინანსების საშუალებას ვერ პოულობენ", - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვლმა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფომ მსგავსი ბიზნესების დაფინანსებისთვის ახალი პროგრამა უნდა წარმოადგინოს.
 
"ჩვენ წამოვიწყეთ არა ერთი სახელმწიფო პროგრამა მეწარმეობის განვითარებისთვის. ჩვენ შედეგად რა თქმა უნდა მივიღეთ არსებული ბიზნესების ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება. ხოლო რაც შეეხება დამწყებ ბიზნესებს და სტარტაპებს, ისინი ვერ პოულობენ საშუალებას საკუთარი იდეების დასაფინანსებლად საბანკო სექტორის და არსებული დაფინანსების მექანიზმების გამოყენებით. აუცილებელი იქნება უახლოეს მომავალში ახალი პროგრამის წარმოდგენა, რომელიც გაითვალისწინებს დამწყები ბიზნესების და სტარტაპის დაფინანსებას. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი უნდა იყოს გამოყოფილი სახელმწიფოს მხრიდან, რომ დამწყებმა ბიზნესებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ რომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყონ.

სტატისტიკით და საერთაშორისო გამოცდილებით დადასტურებელია, რომ მსგავს ბიზნესებს ერთის მხრივ აქვთ ყველაზე მაღალი განაკვეთი იმისა, რომ წარუმატებლები აღმოჩნდნენ, მაგრამ ის ბიზნესები რომლებიც წარმატებულები აღმოჩნდებიან ზრდის ტემპით ასწრებენ არსებული ბიზნესების ზრდის ტემპს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
უკან დაბრუნება
1341ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი