შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
15.01.2016 | 10:07

გიორგი კვირიკაშვილი: თბილისში არის საშინელი მდგომარეობა, მოძრაობა გადატვირთულია

კატეგორია: საზოგადოება
საქართველოში უკვე არსებული მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მფლობელობას, ან გადაფორმებას, არანაირი საფრთხე არ ემუქრება, - განმარტება მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ახალი პარტიების შემოტანისა და რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„მათ, ვისაც ჰყავთ შეძენილი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები, შეუძლიათ, რამდენჯერაც ნებავთ, გაასხვისონ, ან გადააფორმონ. საუბარი იყო ახალი პარტიების შემოტანის ვადაში შეზღუდვაზე. დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნებას გამოვხატავ, როდესაც ვამბობ, რომ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება. ეს, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება თბილისის მცხოვრებთა ინტერესებს, რადგან თბილისში არის საშინელი მდგომარეობა, მოძრაობა გადატვირთულია და თუ ასე გაგრძელდა, სულ უფრო უარესი ვითარება გვექნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ არსებული სიტუაციის უკონტროლოდ გაგრძელება უსაფრთხოების კუთხითაც მიზანშეუწონელია და შინაგან საქმეთა მინისტრს შესაბამისი სტატისტიკის წარმოდგენის თხოვნით მიმართა.
უკან დაბრუნება
233ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი