სამშ, 21 თებერვალი
სამშ, 21 თებერვალი
ახალი ამბები:
ENG
11.01.2017 | 15:38

გიორგი მშვენიერაძე: პოლიციამ ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

კატეგორია: საზოგადოება
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში პოლიციის მხრიდან ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელზე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ავრცელებს ინფორმაციას.

„10 იანვარს, დაახლოებით 0.30-ზე პოლიცია სახლში "ესტუმრა" ერთ-ერთი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მფლობელსა და ხელმძღვანელს და მოსთოხვა დაუყოვნებლივ დაეშვათ პოლიციის თანამშრომლები მათ სერვერთან, რადგან სურდათ ამოეღოთ ვიდეოჩანაწერი, რომელზეც მათივე განცხადებით შეიძლება აღბეჭდილი ყოფილიყო ყაჩაღობის ფაქტი. კომპანიის ხელმძღვანელმა განუმარტა, რომ უშუალოდ იმ ფილიალში, სადაც სურდათ ჩანაწერის ნახვა, უნდა წარედგინათ სასამართლო ბრძანება ან პროკურორის აქტი და მაქსიმუმ 30 წუთში მივიდოდა შიდა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, ვისაც წვდომა აქვს ინფორმაციაზე, რის შემდეგაც პოლიცია უპრობლემოდ ამოიღებდა მასალას. პოლიცია კი ამ მასალებს სასამართლო ბრძანებისა და პროკურორის დადგენილების გარეშე ითხოვდა და თან დაუყოვნებლივ, რაზეც შეხვდათ სამართლიანი წინააღმდეგობა.

ამის შემდეგ, აღნიშნული პირი საკუთარ სახლში ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის მოტივით, წაიყვანეს პოლიციაში, როგორც თავად აცხადებს პოლიციის უფროსმა საკუთარ კაბინეტში მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო სხვა პოლიციელები ძირითადად სიტყვიერ სეურაცხყოფას აყენებდნენ, ემუქრებოდნენ ნათესავებზე პრობლემების შექმნით, საქმიანობის დახურვით. ღამით დაკავებული გადაიყვანეს დმი-ში,ხოლო მომდევნო დღეს, ნაშუადღევს სასამართლოში. ადმინისტრაციული წესით დაკავებულს არ დაარეკინეს და არ მისცეს ადვოკატთან კომუნიკაციის საშუალება. საღამოს 6 საათზე სასამართლომ გაათავისუფლა, ხოლო პროცესი 23 იანვარს გადაიდო.

ვიდეოჩანაწერი უკანონოდ, მაგრამ მაინც ამოიღეს, ხოლო ბრძანება მოგვიანებით წარადგინეს.
დაზარალებულმა უკვე მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და უახლოეს საათებში გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს პროკურატურას, ხოლო იურიდიულ დახმარებას #GDI გაუწევს. უფრო დეტალურ და დაზუსტებულ ინფორმაციას ცოტა მოგვვიანებით, ორგანზაციის სახელით გავავრცელებთ“,- წერს მშვენიერაძე.
უკან დაბრუნება
297ნახვა
გიორგი მშვენიერაძე: პოლიციამ ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი