ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
06.11.2015 | 13:19

გიორგი ქადაგიძე: ეკონომიკის ზრდისთვის უმთავრესი და ერთადერთი რესურსი განათლებაა

ავტორი: ბიზნესკონტაქტი
კატეგორია: ეკონომიკა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად განათლებას ასახელებს. როგორც გიორგი ქადაგიძემ, "ბიზნესკონტაქტში" განაცხადა, ეკონომიკური წინსვლისთვის ერთადერთი რესურსი განათლებაა. 

"საშუალო სკოლებში ჩვენი ახალი თაობა ვერ ღებულობს შესაბამის განათლებას. ის ძალიან შორსაა საერთაშორისო სტანდარტებისგან. ათი ათასობით ახალგაზრდა ამთავრებს სკოლას და ის არ არის კონკურენტუნარიანი. იგივე გრძელდება უმაღლეს სასწავლებლებშიც. გამოდის, რომ ახალ თაობას, რომელიც იღებს უმაღლეს განათლებას არ აქვს შესაბამისი უნარები, ისისნი არ არიან კონკურენტუნარიანები. ასეთი თაობა კი ვერანაირად ვერ შექმნის კონკურენტულ პროდუქცას.  ეს შეუძლებელია და გრძელ ვადაში ამ პრობლემის ფუნდამენტური გარდატეხის გარეშე წინ ვერ წავალთ", - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.  

უკან დაბრუნება
242ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი