ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
11.12.2015 | 15:48

გიორგი ქადაგიძე: წელს როგორც, არასდროს ისეთი თანაბარი ხარჯვა ჰქონდა ბიუჯეტს

კატეგორია: საფინანსო სექტორი
ეროვნულმა ბანკმა, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დადებითი დასკვნა პარლამენტში გადააგზავნა. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საბიუჯეტო დეფიციტი 3 პროცენტის ფარგლებშია. მისივე თქმით, წლევანდელი ბიუჯეტი თანაბარი ხარჯვით გამოირჩეოდა და 2015 წლის ბიუჯეტის ფისკალური ნაწილი ნეიტრალური იყო.

"2016 წლის ბიუჯეტზე პარლამენტში დადებითი დასკვნა გვაქვს გაგზავნილი. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მნიშვნელოვანია, რომ ჯამური ბიუჯეტის დეფიციტი არ აჭარბებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტს, რაც ამ ბიუჯეტით დაცულია. რაც შეეხება ბიუჯეტის პრიორიტეტებს, - ეს ეროვნული ბანკის კომპეტენციას აღემატება, შესამამისად ამის მიზნობრივობაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტის ზომას, ის მისაღებია და შესაბამისად ჩვენ დადებითი დასკვნა გვაქვს გაკეთებული.
 
წელს როგორც არასდროს ისეთი თანაბარი ხარჯვა ჰქონდა ბიუჯეტს, განსხვავებით 2014 და 2013 წლებისგან. 2015 წლის ფისკალურ ნაწილში, ბიუჯეტი იყო ნეიტრალური“, - განაცხადა ქადაგიძემ.
უკან დაბრუნება
190ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი