ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
03.12.2015 | 12:25

გიორგი სამანიშვილი: უნდა შევამციროთ ყურძნის სუბსიდირება და მიზანს მივაღწევთ

კატეგორია: ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პარლამენტის წინაშე სპეციალური ანგარიშით წარსდგა. რა ძირითად მიმართულებებზე გაკეთდა აქცენტი ამის შესახებ გადაცემა "საქმიან დილაში"  სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი საუბრობს.

 - რა შეფასებები გაკეთდა და ანგარიშში ძირითადად რა საკითხებზე იყო აქცენტი?
 
- ანგარიშით წარვადგინეთ, ყველა ის საქმიანობა, რაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ  2015 წელს  განახორციელა და ეს   წლის ბოლომდე გაგრძელდება. ყველა პროექტზე იყო საუბარი, ძირითადად ქართული ღვინის პრომოცია, რთველი 2015, კადასტრი, სადაც სრულიად საქართველოს ვენახებია აღწერილი და ამას გარდასხვა პროგრამებიც იყო, რომლების ნაკლებად არის ცნობილი.
 
- არის თუ არა რაიმე ციფრობრივი მონახაზი, ამ ეტაპზე კონკრეტულად რა ნაბიჯები გაქვთ გადადგმული და ციფრები რას გვეუბნებიან?
 
- ბიუჯეტის მხრიდან თუ შევხედავთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქართული ღვინის  პრომოცია. დივერსიფიკაცია კი ქართული მეღვინეობის ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელშიც ჩართულია არა მხოლოდ ღვინის ეროვნული საგაენტო, არამედ დარგის ყველა წევრი.
 
- ევროპის ქვეყნებში კოლოსალური ზრდა გვაქვს პროცენტული მაჩვენებლის, - ზრდა გაცილებით უფრო კოლოსალურია ჩინეთის მიმართულებით. ეს ყველაფერი არის თუ არა ანგარიშში ასახული და მომავალი წლის მაჩვენებელში იქნება თუ არა ეს თანხები გაზრდილი? 
 
- ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ შევინარჩუნოთ ის სტაბილური ზრდა, რომელიც გვაქვს იმ პოზიტიურ ბაზრებზე, იგივე ევროპის ბაზრებზე ბოლო ათი წელია სტაბილურად იზრდება და ეს ზრდა არ უნდა შენელდეს.

სუბსიდირების ასპექტებში თუ იყო კონკრეტული ხარვეზები და ანგარიშში სუბსიდირების  რა ძირითად ასპექტებზე გაკეთდა აქცენტები?
 
 - რთველი შევაფასეთ ციფრებში, რა შედეგები მოგვცა. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ეს რთველი მიუხედავად იმ დაძაბულობისა, რომელიც რთველის პერიოდში იყო, წარმატებულად ჩატარდა, ყურძენი სრულად გადამუშავდა. წელს საქართველოში რეკორდული მაჩვენებლის ყურძენი გადამუშავდა, შემოსავალი 100 მლიონზე მეტი იყო, მევენახეობის შემოსავალი 104 მილიონზე მეტი, ფასი ყურძნის იმაზე მეტი იყო, ვიდრე ყურძნის ფასია და ღვინო დადგა საკმაოდ კარგი. წელს საკმაოდ წარმატებული რთველი იყო.
 
პოლიტიკა არის ასეთი და ამაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ერთის მხრივ, რთველის სუბსიდირება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება. ეს არ არის თვითმიზანი, რომ ყურძენი სუბსიდრებული იყოს, მაგრამ თუ იქნება აუცილებლობა სუბსიდირება გაგრძელდება, ის დროთა განმავლობაში უნდა შემცირდეს. მეორეს მხრივ, ჩვენი ექსპორტი, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელთან შედარებით 2015 წელს დაახლოებით 38%-იანი კლება გვაქვს, თუ გადავხედავთ ბოლო ათ წელს ქართული ღვინის ექსპორტი სტაბილურად იზრდება, გამონაკლისი იყო 2013 და 2014 წლები. უნდა შევინარჩუნოთ ღვინის ექსპორტის ზრდა, უნდა შევამციროთ სუბსიდირება და მიზანს მივაღწევთ.
 
უკან დაბრუნება
242ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი