შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
25.11.2015 | 12:27

გიორგი სუპატაშვილი: აუცილებელია ავტომობილებზე "ევრო 4"-ის სტანდარტის შემოღება

ავტორი: ბიზნესკონტაქტი
კატეგორია: ბიზნესი
 
2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საექსპორტო ათეულში მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი მესმაე ადგილზე იმყოფება. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 154 მილიონი აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა. ამ პერიოდში საქართველოდან აზერბაიჯანში 3225 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 58%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. აღნიშნულ თემაზე გადაცემა “საქმიან დილაში’’ კავკასიის ავტოიმპორტის გენერალური დირექტორი გიროგი სუპატაშვილი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი დაახლოებით ხუთჯერ შემცირდა. მისივე თქმით, აუცილებელია საქართველოშიც "ევრო 4'' სტანდარტი დროულად იქნეს შემღებული.
 
- საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტი დაახლოებით ხუთჯერ შემცირებულია. ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ აზერბაიჯანმა შემოიღო "ევრო 4'' სტანდარტი და ამას ველოდით. ამ ყველაფერმა რა ცვლილებები შეიძლება შეიტანოს  დღის წესრიგში და ბაზარი რა რეალობის წინაშე შეიძლება დააყენოს?
 
- უკვე შეტანილი აქვს საკმაოდ დიდი ცვლილებები. ეს მხოლოდ "ევრო 4'' სტანდარტის პრობლემიდან გამოწვეული არ არის. "ევრო 4''-მა დაიწყო ეს პრობლემები, შემდეგ დოლარის გამყარებამ გამოიწვია. იგივე პრობლემები აქვთ იქაც. საკმოდ დიდი კრიზისია აზერბაიჯანშიც. შესაბანმისად, ყველა თავს იკავებს ფულის ხარჯვისგან და შესაბამისად, კლიენტების შემოდინება შემცირდა. ეს ხდება არა მარტო აზერბაიჯანში, სომხეთშიც იგივე სიტუაციაა. ახალი წლიდან რუსეთის ევრაზიული გაერთიანების ზონაში შედიან. კომუნიკაცია გვქონდა ჩვენს ფილიალთან და შეგვატყობინეს, რომ ახალი წლიდან ასე მოხდება და ამის შესახებ იქაც დაანონსეს.
 
- ამ პროცესებმა შეიძლება თუ არა საქართველოს ჰაბად ჩამოყალიბების პროცესი გარკვეული ეტაპით გადადოს?
 
- ჩვენ ყოველთვიურად ვიღეთ სტატისტიკას და მთელი გაყიდვების 70% მოდის ადგილობრივ მოსახლეობაზე, ანუ მთლიანად ავტომობილების ბიზნესით დაკავებული ადამიანები, ვისაც შემოყავს ეს ავტომობილები. ადრე 60% რეექსპორტზე გადიოდა.
 
- დღეს ადგილობრივ ბაზარს ვაკმაყოფილებთ?
 
- სამწუხაროდ მოდხა ის, რომ იაპონიის ბაზარმა მთელი საქართველო დაიპყრო. ადამიანს  2000 დოლარად 2005 წლიანი ავტომობილი შეუძლია ჩამოიყვანოს თავისი განბაჟებით და გაფორმებით. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. იმიტომ, რომ ქალაქში სიარული უკვე არ შეიძლება. მე, როგორც ბიზნესი ამას შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ეს მოკლე ჭკუით ნათქვამი იქნებოდა. ხვალინდელ დღეს თუ შევხედავთ, აუცილებელია "ევრო 4''  სტანდარტი იქნეს შემოღებული.
 
- კონკრეტულად დღესდღეისობით შესაბამის უწყებებს რა ინიციატივით შეგიძლიათ მიმართოთ. რომელ რგოლთან გაქვთ კომუნიკაცია და ვისი პრეროგატივაა ეს ყველაფერი?
 
-არა მხოლოდ კომუნიკაცია გვაქვს, პროექტიც განვახორციელეთ საბაზო ჯარიმაზე. ჩვენი ინიცირებული იყო და ფინანსთა სამინისტრომ, და შემოსავლების სამსახურმა გაიზიარეს და დახვეწეს ჩვენი პროექტი. საბოლოო ჯამში მივაღწიეთ იმას, რომ ხალხს დავეხმარეთ იმ პერიოდში. ეს მოკლევადიანი ეფექტი იყო. კიდევ გვაქვს წინადადებები. ზუსტად ახლახანს გვქონდა შეხვედრა და ვთვლით, რომ არასწორ კარს მივადექით. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბიზნესი არ არის მარტო იმპორტიორის ბიზნესი. ეს ბიზნესია იმპორტიორებისთვის, ავტონაწილებით მოვაჭრეებისთვის, მეორადი ბაზრისთვის და ა. შ.  საბოლოო ჯამში ეს არის ქვეყნის ბიზნესი. შესაბამისად, თუ ფინანსთა სამინისტროს ან შემოსავლების სამსახურს ინიციატივებით მივმართავდით, ვაღიარებ ჩვენი ბრალია. ალბათ ეკონომიკის სამინისტროსთვის უნდა მიგვემართა. ვერ ვიტყვი, რომ მივაკითხეთ და იქიდან რეაგირება არ ყოფილა. დაინტერესება უნდა მოხდეს, როგოც ქვეყნისთვის სასარგებლო იზნესი. ამ ჭრილში სამინისტრო თვითონ უნდა იყოს ლობისტი ფინანსთა სამინისტროსთანაც, საკანონმდებლო ორგანოებთანაც, პატლამენტთან.
 
- ამ ყველაფერს უნდა დაეწიოს, როგორც საგადასახადო სისტემების რეფორმირება, ასევე ლოჯისტიკური სივრცის რეფორმირება, რომ საქართველოს ჰაბად ჩამოყალიბების პროცესის გადაწევა არ მოხდეს...
 
- სამწუხაროდ, მოხდა უკვე ისე, რომ გადაიწია. იმიტომ, რომ გაყიდვები შემცირდა. ჰაბის ფუნქცია კი ის არის, რომ მეზობელ ქვეყნებში მოხდეს გაყიდვები.
 
 
უკან დაბრუნება
369ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი