ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
15.12.2015 | 16:30

გიორგი ვაშაძე მთის კანონზე: ეს არის ჩვეულებრივი პოპულისტური კანონპროექტი

კატეგორია: ეკონომიკა
ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ვაშაძე მთის მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტს მთავრობის მხრიდან პოპულისტურ გადაწყვეტილებას უწოდებს. ვაშაძე ამბობს, რომ კანონპროქტი ადმინისტრაციულ ხარჯებს გაზრდის, რაც თავის მხრივ ეკონომიკის შემცირებას გამოიწვევს.
 
"ეს არის ჩვეულებრივი პოპილისტური კანონპროექტი. "ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ თუ სხვაგან არა მთაში მაინც მივიღოთ ხმებიო არჩევნებისთვის და უნდათ მოსახლეობას რაღაც სოციალური პაკეტი შესთავაზონ. "ქართული ოცნება" მიეჩვია იმას, რომ ფული, რომელიც მათ ხელისუფლებაში დახვდათ, მთლიანად სოციალურ პაკეტეზე მიმართოს. მე ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი, რომ მთაში მცხოვრებ ადამიანებს დავეხმაროთ, - პენსია გავუზარდოთ, გადასახადები მოვუხსნათ, მაგრამ თუ ეკონომიკა, ბიუჯეტში შემოსავალი და ბიზნესი, რომელიც ქვეყანაშია ამის შესაძლებლობას არ გაძლევს, ამის გაკეთება შევარდნაძის პერიოდს ნიშნავს, როდესაც პენსიები ვეღარ გაიცემოდა. რაც მეტ ფულს ვდებთ სოციალურ პროექტებში, მისი ეკონომიკური ბაზისის გარეშე, მით მეტს ვკარგავთ. ეს კანონი ასევე ადმინისტრაციულ ხარჯებს გაზრდის, რაც აქსიომაა. გაზრდილი ადმინისტრაციული ხარჯი არის შემცირებული ეკონომიკა. იგივე, რასაც აკეთებს დღეს თბილისის მერია", - განაცხადა ვაშაძემ, გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი".
უკან დაბრუნება
233ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი