შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
18.11.2015 | 12:23

გუდაურში ზამთრის სეზონი შესაძლოა დაგეგმილზე ადრე, 5 დეკემბერს, გაიხსნას

კატეგორია: ექსკლუზივი
20 წლის განმავლობაში პირველად, გუდაურში შესაძლოა ზამთრის სკაურორტო სეზონი დაგეგმილზე ადრე, 5 დეკემბერს გაიხსნას. როგორ მიმდინარეობს საკურორტო სეზონისთვის მზადება და რა სიახლეებს უნდა ელოდოს დამსვენებელი ზამთრის კურორტებზე, - გთავაზობთ ინტერვიუს მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, სანდრო ონოფრიშვილთან.

- როგორ მიმდინარეობს ზამთრის სეზონისთვის მოსამსაზედებელი სამუშაოები?

- 5 დეკემბერს გაიხსნება გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი, რომელიც ფაქტიურად უკვე მზადაა, დეტალებია მოსაწესრიგებელი. გვინდა, რომ გუდაური და დიდველი ერთდროულად გავხსნათ და 27 დეკემბერს უკვე გაიხსნება კოხტის საბაგირო. მოსამზადებელი ეტაპი თითქმის დასრულებულია. გუდაურში ყველა საბაგირო მწყობრშია ერთის გარდა, რომლის სარემონტო სამუშაოებიც სამ დღეში დასრულდება. ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ ტურისტები. ერთი სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს, რომ ამ დღეებში ძალიან კარგად მოთოვა გუდაურში, უკვე სპეცტექნიკით ამ თოვლის დაპრესვა დავიწყეთ, ე.წ. ჩაჩეხვა, რომ მთელი სეზონი საფარი იდეალურ მდგომარეობაში გვქონდეს. ექსკლუზიურად გავაჟღერებ, რომ თუ საშუალება მოგვეცა და მთის მენეჯერებმა ჩვენთან ერთად გადაწყვიტეს, რომ უფრო ადრე გავხსნათ კურორტი, შეიძლება 5 დეკემბერსაც გავხსნათ გუდაური, რაც არ მომხდარა ოცი წლის განმავლობაში. გათოვლიანები სისტემასაც ჩავრთავთ უახლოეს დღეებში, რათა ამ თოვლზე დავყაროთ კიდევ ხელოვნური თოვლი, რომელიც უფრო მძიმე და ხისტია და უფრო კარგად დაპრესავს თოვლს და უფრო დიდხანს გააგრძელებს სეზონს.

- ლოჯისტიკური, მაგალითად, გზების საკითხები ხშირ შემთხვევაში მოუგვარებელი არის, რამდენად მოხდება ამ პრობლემის მოგვარება?

- გზები არის გამგეობის პრეროგრატივა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი ამ წუთას ზედა გუდაურში შიდა გზას აკეთებს. აგრეთვე, ამ დღეებში დუშეთის რაიონიდან ახალი გუდაურის გზის დამთავრებას ველოდებით. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ფინანსურ ორგანიზაციებთან და შესაძლებელია მათ კობი-გუდაურის საბაგირო დაგვიფინანსონ, რომლის საბუთების მომზადებაც ამ წუთებში მიმდინარეობს. მსოფლიოში საუკეთესო კომპანიას “ეკოზაი’’ დავუკვეთეთ გუდაურის მასტერპლანი და ამაშივე შედის კობი-გუდაურის კონცეფციის დამუშავება. სასტუმროებთან მისასვლელ გზებთან გუდაურში პრობლემა არ გვაქვს, ახლა შიდა გზები კეთდება. ბაკურიანში ეს პრობლემა გვაქვს და ინფრასტრუქტურული პრობლემები ბევრია ყველა კურორტზე.

- ეს ყველაფერი ამ ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მოგვარებული იქნება?

- ამ სეზონისთვის ვერ იქნება. იმიტომ, რომ ეს ამ ზაფხულს არ გაკთებულ. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ 2016 წელს აუცილებლად გაკეთდება.

- რეგიონში არც თუ სახარბიელო სიტუაციიდან გამომდინარე, ტურისტების ნაკადთან დაკავშიებით რა მოლოდინები გაქვთ და საინტერესოა საფასო პოლიტიკა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რამდენად ხელსაყრელი იქნება?

- ბილეთების ფასი არ შეცვლილა. რაც 2010 წლიდან იყო იგივეა. ინფლაციის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბილეთის ფასი იგიე დაგვეტოვებინა. ეს გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვიფიქროთ უცხოელებისთვის ეს ძალიან იაფი სიამოვნებაა და საქართველოში ჩამოვლენ. რამდენიმე გამოფენაში ვმონაწილეობდით, აგრეთვე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს და ჩვენს კურორტებს არეკლამებს. მაგალითად, გუშინ სოციალურ ქსელში ჩვენს ოფიციალურ გვერდზე ვიდეო დავდეთ, თუ როგორ იჩეხება და იტკეპნება თოვლი და ერთ დღეში უკვე 25 000 ნახვას გადაცდა. დიდი ინტერესია და ფასიც რასაკვირველია გახლავთ მამოძრავებელი ძალა. თამამდ შეიძლებაითქვას, რომ საბაგიროს ფასი მსოფლიოში ყველაზე იაფი ჩვენ გვაქვს. სასტუმროების საფასო პოლიტიკა კერძო სექტორის, თვითონ მათი გადასაწყვეტია. ვფიქრობ, დარეგულირდება. მაღალი ფასებია გეთანხმებით, თუმცა შარშან მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც გუდაურში თებერვალში ერთი კვირით ნაკადმა იკლო, მათ შეცვალეს ფასები, დაბლა ჩამოსწიეს და წელსაც ველოდებით იგივეს. ყველ ვიზიტორს ვეტყოდი, რომ დეკემბრის ბოლო, იანვარი “ჰაი სეზონია’’ და ის არასოდეს არ იაფდება. ეს მთელს მსოფლიოში ასეა.
უკან დაბრუნება
328ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი