შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
17.12.2015 | 11:12

გურამ ჯალაღონია: სუბსიდია მხოლოდ ადგილობრივ რეისებს შეეხება

კატეგორია: ბიზნესი
ხელისუფლება მხოლოდ ადგილორივი რეისების სუბსიდირებას მოახდენს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის გურამ ჯალაღონიას განცხადებით, მთავრობამ მესტიის მიმართულებით რეისებზე უკვე მიიღო სუბსიდიის გადაწყვეტილება, რადგან ის მომგებიანი ვერ იქნებოდა. ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო რეისებს, რომელსაც ეროვნული ავიაკომპანია ასრულებს, ჯალაღონიას განმარტებით, მისი სუბსიდის საკითხი დღის წესრიგშიც არ დგას.
 
"დავუშვათ და სახელმწიფომ მოინდომა რაღაც სუბსიდირება, იმ კომპანიის რომელიც საერთაშორისო რეისებს ასრულებს, ეს დაუშვებელია და არ შეიძლება. სუბსიდიის განხილვა შეიძლება მხოლოდ იმ კომპანიის შემთხვევაში მოხდეს, რომელიც ადგილობრივ რეისებს ასრულებს. მაგ. მესტია. ჩვენ მესტიის მიმართულებით სუბსიდირებაზე გადაწყვეტილება საჭიროებიდან გამომდინარე მივიღეთ, რადგან კომპანია მომგებიანი ვერ იქნებოდა" - განუცხადა ჯალაღონიამ "ბიზნესკონტაქტს". 

შეგახსენებთ: მიმდინარე წლის მარტში ხელისუფლებამ ჩარტერული რეისების სუბსიდირების პაკეტზე მუშაობა დაანონსა. "ჩარტერული რეისების სუბსიდირების პაკეტს უახლოეს პერიოდში გავუშვებთ და ის ფუნქციონირებას დაიწყებს. მიზნობრივ ბაზრებს ძირითადად წარმოადგენს ისრაელი, პოლონეთი უნგრეთი, თურქეთი, სომხეთი, რუსეთი. ასევე ჩინეთის ტურზმის სააგენტოს ხელმძღვანელთან გუშინ დავასრულე ვიზიტი და ვფიქრობთ რომ ჩინეთის პოტენციალი არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფომ ამ მიმართულებით მიზნობრივი პროგრამები უნდა განახორციელოს", - აცხადებდა ყოფილი ეკონომიკის მინისტრი.
უკან დაბრუნება
290ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი