შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
08.12.2015 | 21:52

GWP საქართველოში პირველი კომუნალური კომპანიაა, რომელსაც Fitch Ratings-მა რეიტინგი "BB -" მიანიჭა

კატეგორია: ბიზნესი
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, რეიტინგი "BB-" მიანიჭა, რაც კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხის, ფინანსური მდგრადობისა და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ სისტემური მენეჯმენტის არსებობის მაჩვენებელია.
 
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საქართველოში პირველი არასაფინანსო, კერძო კომპანიაა, რომელსაც Fitch Ratings-მა პირველივე ცდაზე ქვეყნის უმაღლესი სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი „BB-" მიანიჭა, სტაბილური პროგნოზით. რეიტინგის მინიჭებისთვის საკონსულტაციო მომსახურება და პარტნიორობა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ კომპანია "გალტ ენდ თაგარტმა“ (Galt & Taggart) გაუწია. საქართველოს სუვერენული რეიტინგი ის ფაქტობრივი მაქსიმუმია, რაც ქვეყანაში მოქმედმა კომპანიამ შეიძლება მიიღოს. აღნიშნული სიახლე კომპანიას მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს, რადგან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პირველი კომუნალური კომპანიაა ქვეყანაში, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია. 

Fitch Ratings-ი მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო სააგენტოა ფინანსურ-საინფორმაციო მომსახურების სფეროში. ის წამყვანი პროვაიდერია საკრედიტო რეიტინგებისა და კვლევის მიმართულებით. Fitch Ratings-ი უზრუნველყოფს დამოუკიდებელად ღირებული და გლობალურად პერსპექტიული საკრედიტო მოსაზრებების შეთავაზებას მსოფლიო ბაზრისთვის. Fitch Ratings-ის ძლიერი საბაზრო გამოცდილება და ადგილობრივ საკრედიტო ბაზარებზე მათი ექსპერტიზა დამატებით შესაძლებლობებს აძლევს საინვესტიციო ფონდებსა და ინვესტორებს, მაღალი ნდობით მიიღონ მნიშვნელოვანი საკრედიტო და ფინანსური გადაწყვეტილებები. სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ს გააჩნია ფინანსური მდგომარეობის შეფასების სხვადასხვა პარამეტრი. Fitch Ratings-ის რეიტინგები ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია, რომელსაც ყურადღებას აქცევენ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები და ინვესტორები, სამომავლოდ, კომპანიაში ინვესტიციის განხორციელების მიზნით.
უკან დაბრუნება
199ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი