შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
12.01.2016 | 12:02

Hard Rock Cafe თბილისში მაისში გაიხსნება

კატეგორია: ბიზნესი
თბილისში ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, პეტრიაშვილის 1 ნომერში, მსოფლიოში პოპულარული Hard Rock Cafe მაისში გაიხსნება. Hard Rock Cafe ამერიკული ბრენდია, რომელიც პირველად ლონდონში 1971 წელს გაჩნდა. ეს ბრენდი გამორჩეულია თავისი კონცეფციით, დიზაინით, ინტერიერით, სადაც ცნობილი მუსიკოსების ინსტრუმენტების, რელიქვიების, აქსესუარებისა და სუვინირების გამოფენა-გაყიდვა იქნება. თბილისის შემდეგ, კაფის გახსნა ბათუმშიც განიხილება.
 
Hard Rock Cafe -ს მენეჯერმა, ლევან ყარალაშვილმა "საქმიან დილასთან" საუბრისას განაცხადა, რომ კაფის გახსნით თბილისს ბევრი სიახლე ელის. ქართველ მუსიკოსებს, ჯგუფებს კაფის დახმარებით საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენის საშუალება მიეცემათ.

"Hard Rock Cafe-ს ვიზიტორს საშუალება აქვს ხარისხიანი პროდუქტი და მომსახურება მიიღოს, ამავე დროს, კარგი მუსიკით დატკბეს. კაფეში სცენა იქნება და სხვადასხვა ჯგუფებს საშუალება ექნებათ გამოვიდნენ. ეს მათთვის ერთგვარი პლატფორმაა, რომ ისინი საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩნდნენ. კაფეს თავისი მომხმარებელი ჰყავს საერთაშორისო, გლობალურ დონეზე და ვინაიდან ყველა ქალაქში ხერხდება მხოლოდ ერთი კაფის გახსნა, ვიზიტორები ცდილობენ სუვენირები შეაგროვონ და კოლექციას აკეთებენ. კაფეში აქსესუარები გაიყიდება და თან გამოიფინება წამყვანი მუსიკოსების ინსტრუმენტები. ეს, რა თქმა უნდა, ცვლადი კოლექცია იქნება. აქსესუარების ხაზი საქართველოსთვის სპეციალურად შერჩეულია, ამაზე დუბაიში დიზაინერთა ჯგუფი მუშაობს, უკვე პირველადი ვარიანტები გააკეთეს, ასე, რომ თბილისს ბევრი სიახლე ელის", - ამბობს ლევან ყარალაშვილი.
უკან დაბრუნება
490ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი