შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
19.12.2015 | 22:15

ჰარვარდის უნივერსიტეტი სწავლის მსურველებს უფასო ონლაინ კურსებს სთავაზობს

კატეგორია: განათლება
ონლაინ სწავლება მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი უნივერსიტეტის დიპლომის მოპოვება საქართველოს მოქალაქეებსაც, ქვეყნიდან და სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ. სწავლის მსურველებს ონლაინ უფასო კურსებს სთავაზობს ჰარვარდის უნივერსიტეტიც. კურსების ხანგრძლივობა რამოდენიმე კვირაა. მისი დასრულების შემდეგ კი სტუდენტს სერთიფიკატის მისაღებად უწევს თანხის გადახდა. თანხა სხვადასხვა კურსების შემთხვევაში განსხვავებულია, თუმცა სწავლის საშუალო ფასს რამოდენიმე ათეულჯერ ჩამოუვარდება და ხელმისაწვდომია. ზოგიერთი კურსის სერთიფიკატის ღირებულება 70 დოლარიდან იწყება. სწავლება კვირაში 1,5-დან 5 საათამდე ლექციებს მოიცავს. კურსების ლექტორები ჰარვარდის სხვადასხვა სკოლის პროფესორები არიან.
 
მიმდინარე თვეში ჰარვარდის უნივერსიტეტში ღიაა შემდეგი კურსები: ჩინეთი და თანამედროვე მსოფლიო; სამართალი: ნდობიდან კონტრაქტამდე; გლობალური ჯანდაცვა; კომპიუტერული მეცნიერებები; ლიდერობა; შესავალი ნეირობიოლოგიაში; ამერიკის მთავრობა და მმართველობა; ბიოქიმია და სხვა.

ვრცლად ჰარვარდის უნივერსიტეტის ონლაინ კურსებზე შეგიძლიათ იხილოთ ბმული.
უკან დაბრუნება
55531ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი