ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
30.12.2015 | 16:18

IDFI: პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მივლინებებზე 1 131 773 ლარი დაიხარჯა

კატეგორია: ეკონომიკა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)-იმ 2015 წლის 17 აგვისტოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატს, პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციებს. მოთხოვნა შეიცავდა 16 პუნქტს, რომელთა შორის იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა 2015 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები, სამივლინებო ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯები, შესყიდული ავტომობილები და სხვა.
 
საქართველოს პარლამენტის აპარატიდან პასუხი ინსტიტუტს ეცნობა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 18 სექტემბერს, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციიდან 4 თვის დაგვიანებით - 10 დეკემბერს.

2015 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს პარლამენტის სამივლინებო ხარჯები შეადგენს 843 387 ლარს, მთავრობის ადმინისტრაციის - 184 134 ლარს, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის - 104 252 ლარს.

საქართველოს პარლამენტარებს შორის, 2015 წელს (იანვარი-აგვისტო) ყველაზე დიდი თანხა მივლინებებზე დახარჯულია თედო ჯაფარიძის მიერ - 113059 ლარი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სამივლინებო ხარჯები აღნიშნულ პერიოდში შეადგენს 65 707 ლარს. მაღალი სამივლინებო ხარჯებით გამოირჩევიან აგრეთვე, დავით ბაქრაძე - 47 726 ლარი, გიორგი კანდელაკი - 40 085ლარი, გიორგი წერეთელი - 39 031 ლარი.
უკან დაბრუნება
232ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი