ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
19.11.2015 | 11:57

III კვარტალში საქართველოში რძის წარმოება შემცირდა, ხორცის და კვერცხის გაიზარდა

კატეგორია: ეკონომიკა
2015 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1 378 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.1 პროცენტით აღემატება.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აქედან ფურის სულადობამ 650 ათასი შეადგინა. ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 8.4 პროცენტით გაიზარდა და 1 069 ათას სულს მიაღწია. ღორის სულადობა 328 ათასი სული იყო, რაც 23.5 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

2015 წლის III კვარტალის ბოლოსათვის ფრინველის რაოდენობამ 10 630 ათასი ფრთა შეადგინა, რაც 8.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 190.6 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლებია; ხორცის წარმოებამ 11.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 1.8 პროცენტით აღემატება; ხოლო კვერცხის წარმოებამ 138.8 მილიონი ცალი და წინა წლის მაჩვენებელზე 9.2 პროცენტით მეტი შეადგინა.
ავტორი: საქსტატი
ავტორი: საქსტატი
ავტორი: საქსტატი
ავტორი: საქსტატი
უკან დაბრუნება
306ნახვა
ავტორი: საქსტატი
ავტორი: საქსტატი
ავტორი: საქსტატი
ავტორი: საქსტატი
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი