ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
18.12.2015 | 13:24

ილია ელოშვილი "გაზპრომზე": ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ყველას

კატეგორია: ეკონომიკა
"ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ყველას", - აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ელოშვილმა "გაზპრომის" თემის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, "გაზპრომთან" დაკავშირებით კონკრეტული შედეგი მიღწეული ჯერ-ჯერობით არ არის.
 
"ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ყველას. ზამთარი-შემოდგომის პერიოდში 800 მილიონ კილოვატ საათს ვყიდულობთ "ინტერ რაოსგან", - ეს იგივე რუსული დენია, მაგრამ ჩვენ ვყიდულობთ, ისე რომ მათზე ენერგოდამოკიდებულები არ გავხდეთ.

"გაზპრომთან" დაკავშირებით რაიმე ტიპის კონკრეტიკა ჯერ-ჯერობით არ არის. მოლაპარაკებები არის ღია. როდესაც მინისტრი ხვდება გაზპრომის წარმომადგენლებს, ეს გაცხადებულია, თუმცა ჯერ რაიმე შედეგზე საუბარი არ არის. როდესაც იქნება რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, - ეს იქნება გაცხადებული", - განაცხადა ელოშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი".
უკან დაბრუნება
725ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი