ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
18.12.2015 | 16:12

ილია ელოშვილი: სამინისტრომ FDI -სთან დაკავშირებული მითი სამუდამოდ უნდა გაფანტოს

კატეგორია: ბიზნესი
ინტერვიუ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილთან. 

- გთხოვთ დაგვისახელოთ ძირითადი ფაქტორები, რითაც როგორც ხელისუფლება დარგის კონკურენტუნარიანობას ხელს უწყობთ?
 
არის სამი ძირითადი ფაქტორი, თუ რით ვუწყობთ ხელს ენერგეტიკის კონკურენტუნარიანობის განვითარებას. ეს, პირველ რიგში, არის ის, რომ საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად ვამარტივებთ იმ წესებსა და პროცედურებს, რომლის გავლაც ინვესტორებს სჭირდებათ. ისინი უფრო მოქნილი, ინვესტორზე მორგებული და გაცილებით სამართლიანი არიან, ვიდრე ჩვენ დაგვხვდა. რა თქმა უნდა, პარლამენტთანაც ვთანამშრომლობთ. აქ საუბარია, არა მხოლოდ კანონებზე, არამედ შიდა რეგულაციებზე, რომელიც ჩვენს სამინისტროს გააჩნია. ამ მხრივ, დიდი პროგრესი განვიცადეთ. მეორე და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ სერიოზულად განვავითარებთ ინფრასტრუქტურას და ის ათწლიანი გეგმა, რომელიც ჩვენ ქვესადგურების და ელექტრო ხაზების განვითარებისთვის მივიღეთ უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მისი შესრულება და ურთიერთობა საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებთან ძალიან მნიშვნელოვანია. მესამე არის გარანტირებული შესყიდვები, რომლებსაც ინვესტორები იღებენ იმისთვის, რომ ადგილზე მოახდინონ თავიანთი პროდუქციის რეალიზება და ჩვენს ბაზარზე სტაბილურად იყვნენ წარმოდგენილები.

ჩვენი მუშაობა მხოლოდ და მხოლოდ კაბინეტური მუშაობით არ შემოიფარგლება. სადაც არ უნდა გაჩნდეს პრობლემა, ყოველთვის მათ გვერდით ვართ.

რაც შეეხება კონკურენტუნარიანობას, რამდენიმე ნაწილად დავყოფდი. თუ დარგებს შორის კონკურენტუნარიანობაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში გული ძალიან მწყდება, რომ მუდმივად ერთი და იგივე ისტორია მეორდება. სტატისტიკის დეპარტამენტი, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, გამოაცხადებს ხოლმე კვარტლის შედეგებს. შემდეგ ამ შედეგებს აიღებენ შეადარაბენ წინა კვარტლის შედეგებს, წინა წლის ანალოგიური კვარტლის შედეგებს და ნახავენ მატებაა, თუ კლება. თუ მატებაა ჩვეულებრივად ჩაივლის ეს ამბავი და თუ კლებაა ჩვენ დამნაშავებაად გამოგვაცხადებენ. ეს სწორი მიდგომა არ არის. ორი წლის შედეგებს შევხედოთ. 2013–2014 წლები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, ჩვენ მეორე ადგილზე ვართ, 520 მილიონი მოვიზიდეთ ამ დროის განმავლობაში. გვისწრებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობის სექტორი და რითი? შახდენიზის 2 მილიარდიანი პროექტით, რომელიშც ენერგეტიკის სამინისტროს ლომის წვლილია შესული. გარდა ამისა, ვინ წამოგვეწია? - საფინანსო სექტორი, რაშიც 160 მილიონი დოლარი, ათწლიანი ხაზების გადაცემაში ჩაიდო. ამ ხაზებში სისხლი და ოფლი გვაქვს ჩადებული. ეს ენერგეტიკის სექტორში მეთოდოლოგიით არ შედის, იმიტომ რომ საფინანსო სექტორს მიეკუთვნება.

- რა უნდა აიღოს იყოს მედიისა და ექსპერტებისთვის ათვლის წერტილი?

პირდაპირ უცხოური ინვესტიციებით დარგის შეფასება რომ მოხდეს, ამისთვის აუცილებელია, პირველ რიგში, მეთოდოლოგია დეტალურად ვიცოდეთ და ვიცოდეთ, რას წარმოაჩენს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია ქვეყნის მთლიანი ინვესტიციების. მთლიანი ინვესტიციები კი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველია - პირდაირი უცხოური ინვესტიცია, მეორე ეს არის - სხვა უცხოური ინვესტიცია და მესამე - ადგილობრივი ინვესტიცია.

ენერგეტიკის სამინისტრომ, FDI -სთან დაკავშირებით მითი სამუდამოდ უნდა გავფანტოთ. ძალიან გამაღიზიანებელია, როდესაც ჩვენი შეფასება ამით ხდება.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი მიდმინარე წლის საბოლოო შედეგებს წლის ორი კვარტლის შემდგომ აცხადებს, ანუ ხდება დაზუსტება. ცნობისთვის, 2014 წლის დაზუსტებული მონაცემები ორჯერ გაიზარდა წინასწართან შედარებით.

ანუ შესაბამისად, ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ, არ შეიძლება კვარტლის კვარტალზე შედარება. ეს ძალიან დიდი შეცდომაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიცია “კოკა კოლის’’ გაყიდვები არ არის. შეხეადვ და იტყვი, თუ კარგი მარკეტინგია, ესე იგი, ჭრილში გაიზარდა, თუ არა და - შემცირდა. ინვესტიცია სულ სხვა ტიპის ცხოველია. თუ წინა კვარტლებთან მაღალპროცენტიანი ზრდა იქნება და ამით შემაფასებთ, გამოდის, რომ შემდეგ კვარტალში ცუდათ ვიმუშავებთ.

- მესამე კვარტალში 22 მილიონი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული, საუბარია თავად ენერგობალანსზე. მაშინ, როდესაც 2009 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ექსპორტი სჭარბობდა, წელს უკვე ნიშნები იკვეთება სტატისტიკიდან, რომ 2014 წლიდან, რომ იმპორტი უკვე ექსპორტს აჭარბებს. ეს დისბალანსიც წარმოიშვა. აქ სად არის პრობლემა?

- პირდაპირი უცხოური ინვესტიციის 22 მილიონი, რომელიც მესამე კვარტლის მონაცემით იყო, არის პირობითი, პირველადი მონაცემი, რომელიც აუცილებლად გადაზუსტდება, ამის მიხედვით ვერაფერს ვერ შევაფასებთ.

რაც შეეხება ექსაპორტის და იმპორტის კავშირს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან, მნიშვნელოვანია, რომ ელექტროენერგიის ექსპორტი უმეტესად გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ხდება, იმპორტი კი ზამთარში, როდესაც დეფიციტი გვაქვს. ეს ციფრები სწორია, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ დეფიციტი ზამთარში იზრდება, ექსპორტი ჯერჯერობით რჩება ის, რაც იყო და შესაბამისად, ეს არ გამოხატავს იმას, რომ რაღაც ცუდი ხდება.

რაც შეეხება ენერგომატარებლებს შორის კონკურენციას ქვეყნის შიგნით, ინვესტიციების კუთხით ძირითადი აქცენტი, როგორც ინვესტორების მხრიდან, ისე სახელმწიფოს მხრიდან ელექტროენერგეტიკაზე წამოვიდა და ეს კონკრეტული მიზეზითაა გამოწვეული. ჩვენ კონკურენციას ყოველთვის მივესალმებით. მესამე ტიპის კონკურენციაა კომპანიებს შორის არსებული კონკურენცია. წესები შევცვალეთ და გვაქვს ახალი წესები.

- სავალუტო ფონდმა გააკეთა კონკრეტული ჩანაწერი, რომ გარკვეულ კითხვებს აჩენს და მეტ გამჭირველობას ითხოვს ენერგეტიკაში, კერძოდ ელექტროენერგიის შესყიდვაზე გაცემულ გარანტიებთან მიმართებაში. რა ფორმით აპირებთ ამ ინფორმაციის გასაჯაროვებას?

- ისინი ძალიან უარყოფითად იყვნენ განწყობილი, მაგრამ, როდესაც ჩვენ მათ მთლიანი სურათი დავუხატეთ, ავუხსენით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს შესყიდვები ჩვენთვის, ასეთი სწორი ჩანაწერი გააკეთეს. მეტ გამჭირვალობას მეც მივესალმები. ამ შესყიდვებზე უკეთესი არავის არაფერი შემოუთავაზებია და იძულებულები ვართ მივყვეთ ამ გზას. ხელშეკრულებებში ორი ტიპის შესყიდვები ხდება. ეს არის მცირე და საშუალო ჰესებისთვის რვათვიანი, როდესაც ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებენ და დიდი სტრატეგიული ჰესებისთვის 12 თვიან შესყიდვებს გავცემთ.
უკან დაბრუნება
391ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი