კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
21.12.2015 | 14:46

ირაკლი ღარიბაშვილი ანკლიის პორტზე: "მე მას აბრეშუმის პორტს ვუწოდებდი"

კატეგორია: ბიზნესი
ანაკლია რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ლოჯისტიკური ცენტრი უნდა გახდეს - აცხადებს ღარიბაშვილი. მისი თქმით, ანაკლიის მიმდებარედ ეკონომიკური კლასტერი განვითარდება და ათასობით სამუშაო ადგილი გაჩნდება.
 
„ეს ხელს შეუწყობს არამხოლოდ სამეგრელოს რეგიონს, არამედ ის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გახდება და საბოლოო ჯამში მთელი ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს“- აცხადებს პრემიერი.

შეგახსენებთ: ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით წინადადებების მიღება დასრულებულია და პრეტენდენტების შესახებ ვინაობა პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ამ დრომდე უცნობია.

ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების უფლების მოპოვებას ამჟამად "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და "ანაკლიის ინდუსტრიული ეკოპარკის და პორტის კონსორციუმი" ცდილობს. პირველი კონსორციუმი "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ დააარსა ამერიკულ კომპანია "კონტი ჯგუფთან" ერთად, ხოლო კონკურენტ კონსორციუმში გაერთიანებული არიან ბიზნესმენ თემურ ქარჩავას "ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტი" და ჩინური სახელმწიფო კომპანია "ფაუერ ჩაინა".
უკან დაბრუნება
237ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი