ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
21.12.2015 | 14:15

ირაკლი ღარიბაშვილი: მედიცინა ბიზნესიდან საზოგადოებრივ სიკეთედ ვაქციეთ

კატეგორია: ბიზნესი
"მედიცინა ბიზნესიდან საზოგადოებრივ სიკეთედ ვაქციეთ", - აღნიშნულის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის შემდგომი ეტაპი პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესებაა.
 
"დღეს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს. ამ რეფორმას არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები, არამედ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს. მსოფლიო ბანკის, USAID-ის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს ამ რეფორმის წარმატებას. ჯანდაცვის სისტემის არსებითი გარდაქმნით, მედიცინა ბიზნესიდან საზოგადოებრივ სიკეთედ ვაქციეთ", - განაცხადა პრემიერმა. მანვე ხაზი გაუსვა ჯანდაცვის ხარჯების ზრდას და აღნიშნა რომ 2016 წელს ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები 3 მილიარდ გადააჭარბებს.

მისივე თქმით, გაიზარდა დედათა და ბავშვთა დაფინანსება, რამაც საქართველოს მასშტაბით საგრძნობლად შეამცირა დედათა და ბავშთა სიკვდილიანობა.

გარდა ამისა პრემიერ-მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვს პროგრამის შეფასებისას, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს პროგრამა საქართველოს ერთ-ერთ პირველ ქვეყნად აქცევს, რომელიც სრულად გათავსუფლდება ამ დაავადებისგან.

„წინასწარი გათვლებით, ეს პროგრამა 200 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს“ -აცხადებს ღარიბაშვილი.


უკან დაბრუნება
244ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი