ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
23.12.2015 | 20:30

ირაკლი ღარიბაშვილი: თანამდებობები არის დროებითი

კატეგორია: ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. ყოფილმა პრემიერმა გადაწყვეტილების შესახებ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
 
"ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. დღემდე თითოეული ჩემი ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა, როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას, - იქნებოდა ეს ოჯახის შექმნის, კარიერის არჩევისა თუ პოლიტიკაში წასვლის შესახებ. მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გავერთიანდით, ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ჩვენი ხალხის გამარჯვებით დაგვირგვინდა. მე ნამდვილად მეამაყება, რომ წილად მხვდა უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ერის წინაშე - ჩვენ გუნდთან ერთად გამეგრძელებინა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეო საქმე.

ჩემი პრემიერობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა სტაბილურობა და მშვიდობა, კანონიერება და ჰუმანურობა. მოქალაქეებს დავუბრუნეთ თავისუფლება და ღირსება. ჩვენ შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური წინსვლისთვის.

მას შემდეგ რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და მისი პოპულარობისა პოლიტიკური გავლენის ზენიტში მყოფმა, მისივე გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა, მან შექმნა მაგალითი თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე - როგორც დროული მოსვლით, ასევე დროული წასვლით.
ხელისფლებაში ყოფნა არადროს ყოფილა ჩემთვის თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის საშუალება რომ ვემსახურო ქვეყანას.

თანამდებობები არის დროებითი. მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერის თანამდებობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკან დაბრუნება
192ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი