ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
09.01.2016 | 19:08

ისტორიული ვაზის ჯიშებით, ასპინძაში მესხური ტერასები ბრუნდება (ფოტო)

კატეგორია: საზოგადოება
ასპინძაში ისტორიული მესხური ტერასები ბრუნდება. 23 ჰექტარზე, საიდანაც 8 ჰექტარი უკვე აღდგენილია მესხური ისტორიული ვაზის ჯიშები გაზაფხულზე დაირგვება. „ვარძიის ტერასების“ დირექტორი გიორგი ნათენაძე უკვე 10 წელია უნიკალურ ვაზის ჯიშებს მთელს საქართველოში აგროვებს, 1 წლის წინ კი მესხეთში ტერასების გაშენება დაიწყო.
 
"მესხური ტერსაბი თურქობის დროს მთლიანად განადგურდა, მოსახლეობამ კი ვაზი დაივიწყა. უკვე წლებია ისტორიულ ჯიშებს ვაგროვებ, მათ დღეს ძველ ნასახლარებზე, ციხეებზე და ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიაზე ვხვდებით", - ამბობს გიორგი ნათენაძე. ისტორიული კულტურული ვაზის ჯიშების იდეტიფიცირება საგურამოს სამეცნიერო კვლევით ცენტრში ხდება. გიორგი ნათენაძეს ამ დროისთვის უკვე 24 ისტორიული ვაზის ჯიში აქვს იდენტიფიცირებული.

"ტერასული მევენახეობა ისტორიულად მესხეთში იყო განვითარებული. არა ერთი ისტორიკოსის ჩანაწერში აღნიშნულია, რომ მესხეთში უზარმაზარი ვენახები იყო გაშენებული, სადაც 7 ფერის ღვინო მოჰყავდათ. თურქობის დროს მოსახლეობა აიყარა, მათ ვაზის ჯიშები სხვადასხვა რეგიონში წაიღეს და ამ გზით გადაარჩინეს.

ტაო-კლარჯეთშიც საკმაოდ ბევრი სახეობის ვაზია, იქიდან რამოდენიმე ჯიში საქართველოში ჩამოვიტანე, თუმცა რომელი ჯიშია ჯერ არ ვიცი, რადგან ნაყოფი ჯერ არ მოუცია. ვაზის ჯიშების მოძიებას არ აქვს რეჟიმი, - ხშირად ღამის 2 საათზეც კი გავსულვარ რომელიმე სოფლის ტყეში. 600-მდე წერტილი მაქვს მონიშნული სადაც ისტორიული ვაზია აღმოჩენილი", - ამბობს გიორგი ნათენაძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას. 

მესხურ ტერასებზე ისტორიული ვაზის ჯიშების პირველ მოსავალს 3-4 წელში ელოდებიან. ადგილზე 80-მდე ადამიანია დასაქმებული. გიორგი ნათენაძე თავის პარტნიორებთან, მამუკა ხაზარეზესთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, ასპინძაში მესხური ოდას გაკეთებასაც გეგმავს, რომელიც ტრადიციულ მესხურ ღვინოსთან ერთად, მესხური რეცეპტით დამზადებულ კერძებსაც მოუყრის თავს.
უკან დაბრუნება
4517ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი