ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
28.12.2015 | 14:15

კახა კალაძე: ჩვენი რესურსების ათვისება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვახდინოთ

კატეგორია: ეკონომიკა
პარლამენტში გაერთიანებულ კომიტეტებზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. თავის გამოსვლაში ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა, კახა კალაძემ აქცენტი მიმდინარე და შესრულებულ სამუშაოებზე გაამახვილა. მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო სამ წელიწადში 35-38 პროცენტით გაიზარდა ბუნებრივი აირის მოხმარება, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის მაჩვენებელია.
 
„ქვეყნის ენერგეტიკული მიმართულების პრიორიტეტია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, ასევე იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულობის ეტაპობრივად შემცირება, ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების გზით.

2012 წელთან შედარებით, ბუნებრივი აირის მოხმარება 35-38 პროცენტით არის გაზრდილი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა წინ მიდის, ეკონომიკა ვითარდება, რაიონებისა და სოფლების გაზიფიცირება მიმდინარეობს.

აუცილებელია, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ ჩვენი რესურსების ათვისება, იმისთვის რომ საქართველო უახლოეს მომავალში გახდეს ელექტროენერგიის თავალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა“, - განაცხადა კალაძემ.
უკან დაბრუნება
226ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი