ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
13.01.2016 | 15:11

კახა კალაძე: ტარიფებზე არ ყოფილა საუბარი

კატეგორია: ეკონომიკა
"სოკარის" წარმომადგენლებთან შეხვედრისას ტარიფებზე საუბარი არ ყოფილა" - აღნიშნულის შესახებ, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ „სოკარის“ წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
„იყო საუბარი და განხილვა არსებულ სიტუაციაზე. იმ ტექნიკურ პრობლემებზე, ზრდის ბალანსზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ზამთარ-ზაფხულის განმავლობაში. ერთი წლის ჭრილში მთლიანი მოწოდების პრობლემა არ არსებობს, თუმცა გვაქვს პიკური მოხმარების თვეები, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ხდებოდა რუსული გაზით დაბალანსება, ამ პრობლემის მოგვარება. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ჩვენ მომავალშიც ვაგრძელებთ თანამშრომლობას.
საუბარი იყო გაზსაცავის მშენებლობაზე, რომელსაც ვაპირებთ 2016 წელს დავიწყოთ, სოკარსაც აქვს სურვილი ამ პროექტში მონაწილეობის. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროექტის განხორციელება იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ჩვენ გვაქვს ზამთარ-ზაფხულის მოხმარებასთან დაკავშირებით. „სოკარის“ ორივე მილსადენი, რომლითაც ვიღებთ ბუნებრივ აირს დღეს მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ განვახორციელოთ ისეთი პროექტი რომელიც მოგვცემს საშუალებას ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გატარების შესაძლებლობას.

ტარიფებზე საუბარი არ ყოფილა.“, - განაცხადა კალაძემ.
უკან დაბრუნება
182ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი