შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
17.12.2015 | 19:50

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი: ქართულ ღვინოს ყოველდღე ვსვამ

ავტორი: ნინო კვინტრაძე
კატეგორია: ეკონომიკა
მაიკლ კოული თბილისში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. მასტერკლასები ლიდერობაზე ქართველმა ახალგაზრდებმა მსოფლიოში ცნობილი ტრენერისგან მოისმინეს. კოული ლიდერობას და სტრატეგიულ დაგეგმარებას ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტებში სწავლობდა, ამჟამად კი მასტერკლასებს კემბრიჯის უნივერსიტეტში ატარებს. ის ასევე წლების განმავლობაში Reuters-ის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი იყო. "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას კოულმა აღნიშნა, რომ საქართველოს მდიდარი ისტორია აქვს, მან ქართული ღვინის ისტორიაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მას ყოველ საღამოს აგემოვნებს. 
 
"ქართულ ღვინოს ყოველ საღამოს ვსვამ. საქართველოში ღვინის შესახებ ცონდა ყველას აქვს, მათ შორის თინეიჯერებსა და ბავშვებსაც კი. ყველგან ვერ შეხვდებით ახალგაზრდებს, რომლებიც მეღვინეობას სწავლობენ. როდესაც ვუყურებ საქართველოს ლამაზი ადგილების ფოტოებს, ყოველთვის ვფიქრობ რომ აქ კიდევ ერთხელ დავბრუნდები და მოვინახულებ ამ უმშვენიერეს ბუნებას. საქართველო ლამაზი ქვეყანაა და ამით უნდა იამაყოთ", - განაცხადა კოულმა.

სრულ ინტერვიუს მაიკლ კოულთან უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.
უკან დაბრუნება
454ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი