შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
22.01.2016 | 18:29

კომპანია "გიგანტი": კონკურენტუნარიან გარემოზე საუბარი ზედმეტია, მონოპოლიები ფირმებს აკოტრებენ

კატეგორია: ბიზნესი
"ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნაში იყოს კონკურენტუნარიანი გარემო, დღეს საქართველოში არაიან ფირმები რომლებიც მონოპოლიებს ქმნიან. ასევე მიმდინარეობს ჩვენი კომპანიის გაკოტრება და ჩაძირვა - განცხადება დღეს “ბიზნესკონტაქტის’’ ეთერში კომპანია Gigant Security-ის ხელმძღვანელმა გააკეთა.
 
ჯიმშერ პაპაშვილი შემოსავლების სამსახურის მხრიდან უსამართლო მიდგომებზე საუბრობს. მისი განცხადებით, კომპანიის ანგარიშებს ყადაღა დიდი ხნის განმვალობაში ედო, რომელიც გაასაჩივრა და პასუხს ფინანსთა სამინისტროს დავების სამსახურიდან ელოდა, თუმცა 12 იანვარს მან პასუხის ნაცლად, SMS შეტყობინება მიიღო , სადაც ნათქვამი იყო, რომ ყადაღა ინკასოთი შეიცვალა.

"კომპანიის ანგარისებს ყადაღა ედო, რომელიც გასაჩივრებული გვქონდა და უკვე ორი თვეა იწურება. ფინანსთა სამინისტროს დავების სამსახურიდან პასუხს ველოდებოდით, მაგრამ სამწუხაროდ პასუხი დღემდე არ არის. სამაგიროდ, 12 იანვარს ბანკებიდან მომდის SMS-ები, რომ ყადაღა ინკასოთი შეიცვალა. გაურკვეველია, ეს კანონის უხეში დარღვევა არის. ეს გაუგონარია, რადგან ვალი აღიარებული არ არის, საჩივარი განხილული არ არის, ამ დროს ინკასო მედება და ანგარიშიდან ათასობით თანხა იჭრება. მაინტერესებს შემოსავლების სამსახურის პოზიცია, ყოველივე ეს რით უნდა აიხსნას. საინტერესოა მათი პასუხი ამაზე",- განაცხადა ჯიმშერ პაპაშვილმა.

პაპაშვილმა აღნიშნა, რომ ინკასოს მოხსნის თაობაზე შემოსავლების სამსახურს განცხადებით მიმართა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მათ განეხილათ მისი განცხადება, მეორე დღესვე მას თითქოსდა გაცნობის მიზნით, დაუკავშირდნენ.

"უსამართლოა მათი პოზიცია იმიტომ, რომ განცხადებით მივმართე, რომ ინკასო მოეხსნათ. განცხადების ჩაბარების დროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება გამოვთქვი. მეორე დღეს უსაფრთხოების სამსახურიდან მიკავშირდებიან, თითქოსდა გაცნობის მიზნით. დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია. რამდენად სამართლიანი შეიძლება იყოს ყადაღის და ინკასოს დადების შემდეგ, პრაქტიკლულად სამსახური პარალიზებულია, ტენდერებში მონაწილეობას ვერ ვიღებთ, კონტრაქტორებთან, რომლებთანაც ხელშეკრულებები გვქონდა გაფორმებული თანდათან პრობლემები იქმნება, ზოგი უხეშად წყვეტენ ხელშეკრულებებს, უმეტესება თანაგვიგრძნობს, მაგრამ პრობლემები სერიოზულია. ეს ყველაფერი კომპანიის ბრუნვაზეც ისახება. თანამშრომლები, რომლებიც დამსახურებულად ელოდებიან ხელფასს, დროულად ვერ ვუხდით კუთვნილ ხელფასს. ამ დროს კომოპანიის თანხები ბიუჯეტში მიდის, საიდანაც შემოსავლების სამსხურის თანამშრომლები ხელფასსაც იღებენ ალბათ და პრემიასაც.

მოვუწოდებ ფინანსთა მინისტრს, რომ სათანადო რეაგირება მოახდინოს! ნუ ავიწყდება მას, რომ ქვეყნის ფინანსთა მინისტრია, რომელსაც ევროატლანტიკური გზა აქვს არჩეული. მას კონსტიტუცია პირდაპირ ავალებს, რომ ქვეყანაში კონკურენტუნარიანი გარემო იყოს შექმნილი თავისუფალი ბიზნესისათვის. როგორც ჩანს კონკურენტუნარიან გარემოზე საუბარი ზედმეტია. იმიტომ, რომ არიან ფირმაბი, რომლებიც მონოპოლიებს ქმნიას და არიან ფირმები, რომლებსაც აკოტრებენ და ძირავენ. კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ზოგიერთმა კოლეგა პარტნიორებმა ბიზნესის გაყიდვა შემომთავაზეს. რით უნდა ავხსნა ეს არ ვიცი. ზოგი უფრო უსინდისოდ იქცევა, მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობენ და კონტაქტორების უშუალოდ გადაბირებას. ასეთი მდგომარეობაა. შთაბეჭდილება მრჩება ისეთი, რომ ქვეყანაში არის გარკვეული ბიზნესების სია, რომელიც იფურჩქნება და ყვავდება, ამას რასთან აქვს საქმე ძნელი ასახსნელი არ უნდა იყოს მაინცდამაინც. არის კომპანიები, რომლებიც კოტრდებიან და იძირებიან. ჩვენი კომპანია ხუთ წელიწადზე მეტია, რაც ბაზარზე არსებობს, აქამდე თუ მუშაობდა და თანდათანობით ძლიერდებოდა, ახლა უცებ შეიცვალა სიტუაცია და გარემო? აქ უკვე აშკარად ფინანსთა სამინისტროა ჩარეული, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციაზე უკვე აღარაფერს ვამბობ", - აცხადებს ჯიმშერ პაპაშვილი.
უკან დაბრუნება
506ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი