შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
12.12.2015 | 17:48

კომპანია "ჯეოსთილი" ინდუსტრიულ სფეროში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს

კატეგორია: ბიზნესი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია "ჯეოსთილის“ თავმჯდომარეს ჰარდიფ სინგჰს და აზიის პალატების კონფედერაციის პრეზიდენტს ჯემალ ინაიშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს. კომპანია "ჯეოსთილი", ინდუსტრიულ სფეროში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, სამომავლოდ დაგეგმილია საქართველოში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელება- ისეთ სფეროებში როგორიცაა, ჰიდრო ენერგეტიკა და ფეროშენადნობთა წარმოება. დაგეგმილია საერთაშორისო ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობაც.
 
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის უმთავრესი ამოცანაა ინვესტორთათვის ხელსაყრელი და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლის დასაწყისში საქართველოს აზიიდან ინვესტორთა ჯგუფი ეწვევა.

"ჯეოსთილი“ ქართული ინდუსტრიის სფეროში ერთ-ერთი უდიდესი პირდაპირი ინვესტიციის შედეგად შექმნილი კომპანიაა, რომელიც უმსხვილესი ინდური კომპანია JSW-ის ერთობლივ საწარმოს წარმოადგენს.
უკან დაბრუნება
231ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი