ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
04.01.2016 | 22:02

კომუნიკაციების კომისია "ბილაინის" და "კავკასუს ონლაინის" განაცხადის შესწავლას 5 იანვარს დაიწყებს

კატეგორია: ბიზნესი
კომპანია „ბილაინის“ ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია ბილანის მიერ კავკასუსის ყიდვის თაობაზე არ წარმოადგენს სიმართლეს.
 
როგორც კომპანიაში განმარტავენ, 2015 წლის 15 ნოემბერს "ბილაინმა" და "კავკასუს ონლაინმა" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წილების შერწყმის თაობაზე განცხადება შეიტანა.

„ბილაინი და კავკასუს ონლაინი მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. კანონმდებლობის თანახმად მარეგულირებელმა კომისიამ უნდა შეაფასოს შეძენის და გაერთიანების შემდეგ გაერთიანებული კომპანიის გავლენა ბაზარზე.

5 იანვარს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია განცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებას დაიწყებს. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში გაგრძელდება მოლაპარაკება კომპანიებს შორის და თუ შეთანხმება შედგა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება შერწყმა.

კომპანიების წილების შერწყმა გულისხმობს ბილაინის მიერ მხოლოდ კავკასუს ტვ-ის და სადენიანი ინტერტნეტის სერვისის შეძენას. ბილაინი შავი ზღვის ფსკერზე არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით არ არის დაინტერესებული.

შპს "კავკასუს ონლაინის“ აქტივის შესყიდვა კომპანია ბილაინს მისცემს საშუალებას არსებულ და ახალ აბონენტებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი მომსახურება შეთავაზოს“, - ნათქვამია ბილაინის განცხადებაში.
უკან დაბრუნება
395ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი