შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
20.11.2015 | 10:45

კომუნიკაციების კომისიამ "მაგთიკომს" "კავკასუს ონლაინის" საოპერაციო აქტივების შეძენის თაობაზე თანხმობა მისცა

კატეგორია: ბიზნესი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიამ შპს "მაგთიკომს" შპს "კავკასუს ონლაინის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა მისცა.

შპს "მაგთიკომს" შპს "კავკასუს ონლაინის" ყველა იმ აქტივის შეძენაზე მიეცა თანხმობა, რომელსაც კომპანია საკუთარი აბონენტებისთვის მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების მისაწოდებლად იყენებს.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისისს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საჯარო ადმინისტარციული წარმოების ფარგლებში კომისიამ შპს "მაგთიკომის“ მიერ შპს "კავკასუს ონლაინის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენა შეისწავლა და მიიჩნია, რომ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელება არ იქონიებს გავლენას მობილური საკომუნიკაციო, მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2015 წლის 13 ნოემბერს ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს "მობიტელმა" (ბილაინი) და შპს "კავკასუს ონლაინმა". ამ შემთხვევაშიც, კომპანიები შპს "მობიტელის" მიერ შპს "კავკასუს ონლაინის" საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტის შეძენეაზე ითხოვენ კომისიის წინასწარ თანხმობას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ გეგმავს კომპანიის ორ ნაწილად გაყოფას, საცალო მომსახურების სეგმენტის (მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების) შპს "მობიტელისთვის" გადაცემას, ხოლო საბითუმო ბაზრის სეგმენტზე (ქსელური ინფრასტრუქტურა და მაგისტრალები) ოპერირების გაგრძელებას.

შპს "მობიტელის" და შპს "კავკასუს ონლაინის" ერთობლივი განცხადების საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას უახლოვეს მომავალში დაიწყებს.
უკან დაბრუნება
167ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი