შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
25.01.2016 | 10:07

კრისტინ ლაგარდი: მსოფლიო ეკონომიკა 2016 წელს 3,4 პროცენტით გაიზრდება

კატეგორია: მსოფლიო
"საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობს რომ მსოფლიო ეკონომიკა 2016 წელს 3,4%-ით გაიზრდება", - ამის შესახებ ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა. ჩვენ ვთვლით, რომ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის დონე 2016 წელს იქნება ზომიერი. ამავე დროს დინამიკა გაუმჯობესდება: 2015 წლის 3,1%-დან 2016 წელს 3,4%-მდე გაიზრდება და 2017-ში 3,6%", - განაცხადა ლაგარდმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდში მსოფლიო ეკონომიკური ზრდის წინააღმდეგ არსებულ მთავარ საფრთხეებზე საუბრობენ. როგორც ფონდის გენერალური დირექტორი, კრისტინ ლაგარდი აცხადებს, ჩინეთის ეკონომიკაში მიმდინარე ძვრები, დაბალი სასაქონლო ფასები და მსოფლიოში ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკა გლობალური ეკონომიკის მთავარ საფრთხეებს წარმოადგენს. თუმცა, ლაგარდმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთის მთავრობა სწორი მიმართულებით წავა, რაც გლობალურ ეკონომიკურ რისკებს შეამცირებს. „მეორე მთავარ რისკს სასაქონლო ფასები წარმოადგენს. ამას ბოლო ხუთი წლის ტენდენციის მიხედვით ვამბობ, წელს კი ნავთობის ფასების კლებამ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გააძლიერა. რაც შეეხება მესამე რისკს, მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალური ბანკების მონეტარულმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ განვითარებადი ქვეყნებიდან განვითარებულ ქვეყნებში დიდი რაოდენობის კაპიტალი გავიდა, დაბალ სასაქონლო ფასებთან ერთად კი ამან განვითარებადი ქვეყნების ვალუტების გაუფასურება გამოიწვია“, - განაცხადა ლაგარდმა. თუმცა, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, 2016 წელს 3,4 პროცენტიანი მსოფლიო ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი.
უკან დაბრუნება
498ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი